კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ და ევროკავშირი საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული ვითარებით შეშფოთებული არიან

2 მარტი, 2011

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული ვითარებით შეშფოთებული არიან. ამის შესახებ ამერიკის პროფკავშირების გამომძიებელმა, ჯეკ ვოგთმა პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეშფოთებას იწვევს საქართველოში შრომის ბაზარზე არსებული ვითარება.

როგორც ვოგთი აცხადებს, საქართველოში არსებული შრომის კოდექსი მკაცრად გააკრიტიკეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რაც საფუძველი გახდა იმისა, რომ ამერიკის პროფკავშირების კონფედერაციამ შტატების ხელისუფლებას მიმართა და საქართველოსთვის GSP+-ის, ანუ „ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის“ შეჩერება სთხოვა.

„ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რაც საქართველოში ხდება და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რამდენად აქვს საქართველოს GSP+-ით სარგებლობის უფლება“, - განაცხადა ჯეკ ვოგთმა. მისივე თქმით, ის საქართველოში ჩამოვიდა, რათა ადგილზე შეისწავლოს ვითარება და ყველა ის საქმე გამოიძიოს, რომელიც საჩივარშია მოხსენებული.

„საჩივრის მიზანია, დავიწყოთ დიალოგი საქართველოს მთავრობასთან, რათა მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას სიტუაციის გამოსასწორებლად. საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ თუ სიტუაციის გამოსასწორებლად არაფერს გააკეთებს, მივმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, მოუხსნას შეღავათები საქართველოს“, - განაცხადა ჯეკ ვოგთმა.

მისივე თქმით, საქართველოში რეფორმის შედეგად მიღებული შრომის კოდექსი არ შეესაბამება სტანდარტებს და ის უნდა შეიცვალოს. „შრომის კოდექსი ვერ უზრუნველყოფს, რომ დასაქმებულები უმიზეზოდ არ გაათავისუფლონ და დარღვეულია ისეთი ფუნდამენტური უფლება, როგორიც არის გაფიცვის უფლება. ამ კანონმდებლობით, პრაქტიკულად, ეს უფლება უგულვებელყოფილია“, - განაცხადა ჯეკ ვოგთმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები