კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაღაზიის გაქურდვის იმუნიტეტი - „ქურდი“ თავისუფალია

11 მარტი, 2011

ჯიმი შრამი New York Post

როგორც Post–მა შეიტყო, უცხოეთის მთავრობის თანამშრომელმა დიპლომატიური იმუნიტეტის შესახებ კანონით ისარგებლა და დაუსხლტდა სასამართლო გამოძიებას მას შემდეგ, რაც მაღაზია  Century 21–დან სავარაუდოდ ასობით დოლარის საქონელი მოიპარა. 

პოლიციის წყაროს ცნობით, კორტლანდის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, კვირას, 33 წლის ოლეგ შარიფოვმა, რომელიც საქართველოსთვის მუშაობს, სავარაუდოდ საფულეზე დამაგრებული ფასის მისაკრავი მოაძრო და სხვა საქონელიც მოიპარა.

დაცვამ დაინახა ის თუ სავარაუდოდ როგორ შეცვალა შარიფოვმა $34.97–იანი ფასის მისაკრავი საფულეზე $10.97–იანი მისაკრავით. შემდეგ შარიფოვმა საფულესთვის სავარაუდოდ ნაკლები ფასი გადაიხადა, ამბობს წყარო.

მაგრამ მან შორს წასვლა ვერ შეძლო. მცველი მას მიუახლოვდა და დააკავა.

მაღაზიის შენობაში შეყვანის შემდეგ, დაცვამ სავარაუდოდ შარიფოვს ჩანთაში სულ $443.62–ის ღირებულების რამდენიმე მოპარული ნივთი უპოვა, განაცხადა წყარომ. 


Century 21–ს დაცვის თანამშრომლებმა ნიუ–ორკის პოლიცია გამოუძახე, რომელმაც აღმოაჩინა, რომ შარიფოვი ქალაქში საქართველოს ოფიციალურ დელეგაციას ახლდა, რომელშიც სახელმწიფოს მეთაურიც შედიოდა, განაცხადა პოლიციის წყარომ. საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაა.

მიუხედავად იმისა, რომ შარიფოვი ფორმალურად დიპლომატი არ არის, მას იმუნიტეტი იცავს, დასძინა წყარომ.

წყაროს ცნობით პოლიციელებმა შარიფოვი პოლიციის პირველ განყოფილებაში მიიყვანეს და მისი სტატუსის გასარკვევად სახელმწიფო დეპარტამენტს დაუკავშირდნენ.

„აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მას დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა“, – თქვა ერთ–ერთმა წყარომ პოლიციაში.

პოლიციამ პატიმრობის ზომა გააუქმა და შარიფოვს ბრალდებაც არ წაუყენა, ამბობს წყარო.

ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა: „[შარიფოვი] საქართველოს მოქალაქეა და ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს“.

წყარო: http://foreignpress.ge/?p=16686 

ორიგინალი

ახალი ამბები