კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„შეზღუდული უფლებები“ - ადამიანის უფლებათა ცენტრი 2010 წლის ანგარიშს აქვეყნებს

14 მარტი, 2011
ადამიანის უფლებათა ცენტრი აქვეყნებს 2010 წლის ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ (ინგლისურ ენაზე), რომელიც ძირითადად, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ 2010 წელს განხორციელებული საქმიანობის მოკლე აღწერილობას. 

ანგარიში ასევე ეყრდნობა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის, სახალხო დამცველის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. იგი ეხება ქვეყნის დემოკრატიული ტრანზიციის დინამიკასთან დაკავშირებულ ძირითად პრობლემებს და აჩვენებს, რომ ძალაუფლების ეფექტური აღსრულება ამჟამინდელი მთავრობის მიერ გამოიყენება არა შემაშფოთებელი ტენდენციების აღმოსაფხვრელად ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში, არამედ, ხშირ შემთხვევებში, მმართველი ელიტის პოზიციების გასაძლიერებლად.

საკანონმდებლო ცვლილებების ტალღა კვლავ ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული პროცესებისთვის. 90-იან წლებში მიღებული შედარებით ლიბერალური კანონმდებლობის შესრულების პრობლემის გადაჭრა ხდება არა შესრულების გაუმჯობესებით, არამედ ლიბერალური სამართლებრივი სტანდარტების შემცირებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საკანონმდებლო ცვლილებების შემაშფოთებელ ტენდენციებს გასულ წელსაც წარმოადგენდა. აღნიშნული ტენდენცია გრძელდება 2010 წელსაც ცოტა უფრო სხვა მიმართულებით: თუ 2009 წლის ცვლილებები უმეტესწილად დაკავშირებული იყო მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვასთან, რასაც საფუძვლად დაედო 2009 წლის გაზაფხულის განუწყვეტელი საპროტესტო გამოსვლები, 2010 წლის ცვლილებები ღრმად შეიჭრა თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში და საფრთხეს შეუქმნა მათ პირად ცხოვრებას.

კერძოდ, ესაა ე. წ. თავისუფლების ქარტია, რომელიც, საბჭოთა და ნაცისტური სიმბოლოების აკრძალვასა და პროპაგანდასთან ერთად, კომერციულ ბანკებს ავალდებულებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინონ ინფორმაცია ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ უცხოეთიდან განხორციელებულ მსხვილ ფულად გადარიცხვებზე (25.000 ლარი და ზემოთ); ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის ახალი რეგულაციები გამომძიებლებს უფლებას აძლევენ, ხელი მიუწვდებოდეთ ქვეყნის ნებისმიერი ინტერნეტ-მომხმარებლის სერვერთან გაცვლილ ინფორმაციაზე; შემოღებულ იქნა პერსონალური მონაცემების ინსპექტორის ახალი თანამდებობა და საზოგადოება, ისევე როგორც კერძო ორგანიზაციები, ვალდბულია, მონაცემები გადასცენ თანამშრომლების შესახებ ინსპექტორს. ისეთი ინფორმაციები, როგორიცაა პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებები, ასევე სექსუალური ორიენტაცია, ხელმისაწვდომი ხდება ინსპექტორისთვის კონფიდენციალურობის არავითარი გარანტიით; პოლიციას უკვე უფლება აქვს, ნებისმიერი ადამიანი შეაჩეროს ქუჩაში „გონივრულ ეჭვზე“ დაყრდნობით და ჩაუტაროს გარეგანი შემოწმება, რაც შეიძლება გადაიზარდოს სრულ ჩხრეკაში მოსამართლისა და პროკურორის ნებართვის გარეშე; არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს სჭირდებათ სახელმწიფოს ნებართვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პროექტების განსახორციელებლად; გრანტით დაფინანსებულ საქმიანობაზე გადასახადი 12-დან 20%-მდე გაიზარდა. დაბოლოს, საქართველოს აქვს ახალი კონსტიტუცია, რომელიც აძლიერებს პრემიერ-მინისტრის როლს და ასუსტებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას. ეს ფაქტი შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში პრეზიდენტ სააკაშვილის მომავალ სამსახურთან დაკავშირებით.

სასამართლო სისტემა კვლავ აღმასრულებელი ხელისუფლების და განსაკუთრებით - პროკურატურის ნოტარიუსის როლშია. სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო განხილვები ფულის კეთების მანქანად გადაიქცა მას მერე, რაც განხილული საქმეების 84% საპროცესო შეთანხმებებით დამთავრდა; სასამართლო პროცესებზე არ მომხდარა საქმეების სათანადო შესწავლა; საანგარიშო პერიოდში გამამართლებელი განაჩენი დადგა მხოლოდ განხილული საქმეების 0.1%-ზე; მოსამართლეები განიცდიან ზეწოლას, ვინაიდან მათ სამსახური შეიძლება დისციპლინარული დარღვევის გამო დაკარგონ; ასეთი ბრალდება კი ადვილი „გამოსაგონია“ თუ ისინი ბრძანებებს არ დაემორჩილებიან; ურჩი მოსამართლეები წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეიძლება სხვა, შორეულ რეგიონში გადაიყვანონ სამუშაოდ; ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების ავტორების უმეტესობა ზეწოლის მსხვერპლია. უფლებადამცველები მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების დაწყებული ბინძური ბრალდებების კამპანიის მსხვერპლი გახდნენ. საგამოძიებო ჟურნალისტმა და უფლებადამცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელის წევრმა ვახტანგ კომახიძემ შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, რადგან მას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სიკვდილით ემუქრებოდნენ. მთავარი სატელევიზიო ტელეკომპანიები უკიდურესად მიკერძოებულები არიან; ისინი ფაქტობრივად მთავრობის ინტერესებს ემსახურებიან, ავრცელებენ ცალმხრივ ინფორმაციას და იშვიათად ავრცელებენ საფუძვლიან კრიტიკულ განცხადებებს. სიტუაცია განსაკუთრებით საგანგაშო გახდა ქართულ მედიაში, როცა ტელეკომპანია „იმედმა“ 2010 წლის მარტში მოდელირებული „ქრონიკა“ გაუშვა და ათასობით საქართველოს მოქალაქემ დაიჯერა, რომ რუსეთთან ახალი ომი დაიწყო; 

პარლამენტმა განიხილა მედიამფლობელების გამჭვირვალობის თემა, სადაც დაისვა საკითხი, რომ ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს აღარ ჰქონდეთ ქართულ მედიაში წილის შესყიდვის უფლება. აღნიშნული განხილვები 2011 წელსაც გაგრძელდება. 2008 წლის შეირაღებული კონფლიქტის ზეგავლენა ქვეყანაზე კვლავ გრძელდება. სავარაუდოდ კონფლიქტის დროს ჩადენილი ომის დანაშაულებები კვლავ გამოუძიებელი რჩება ორივე მხარის მიერ და ამ კუთხით არ არის საკმარისი საჯარო ინფორმაცია; დევნილების მდგომარეობა კვლავ მძიმეა განსაკუთრებით - თბილისში მდებარე რამდენიმე შენობიდან მათი გამოსახლების შემდეგ. გარკვეული ზომები მიიღეს მათი საცხოვრებელი და ჯანრმთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და ამ კუთხით კვლავ სერიოზული დარღვევებია. ზოგიერთი დევნილი სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება სტატუსის მიღების დროს.

2010 წლის 30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დამთავრდა მმართველი პარტიის გამარჯვებით ყველა მუნიციპალიტეტში. საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები შეაფასეს როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაგმული საერთშორისო სტანდარტებთან მიახლოებისკენ. თუმცა, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, რომელიც სხვა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აკვირდებოდა არჩევნებს რამოდენიმე რეგიონში, დააფიქსირა სერიოზული დარღვევები და გაყალბების ფაქტები - უმრავლესობა ვიდეო-კამერით გადაიღეს დამკვირვებლებმა და მომზადდა შესაბამისი ვიდეო ანგარიში.

სრული სახით ანგარიში იხილეთ:

ახალი ამბები