16:09, Wednesday, 20.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მარტოხელა დედა: „200 ლარი წაგვართვეს, 300 წყალში ჩაყარეს“

18.03.2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

„პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა - დამთავრდა დრო, როცა ხალხი უსმენდა მთავრობას, ახლა მთავრობამ უნდა მოუსმინოს ხალხსო. ჩვენ, მარტოხელა დედებს რატომ არ გვისმენენ? თუ ჩვენი პრობლემები ტაბუდადებულია?!“ - აცხადებს მარტოხელა დედა ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას.

გასულ წელს ბათუმის მერიამ მარტოხელა დედებზე წლიური 200 ლარიანი დახმარების გაცემა შეწყვიტა. მაშინ მერიაში ამბობდნენ, რომ ისინი მარტოხელა დედების დასაქმებისთვის ზრუნავენ და ამიტომ მათ სხვადასხვა სფეროში კვალიფიკაციას აუმაღლებდნენ, რათა მათ შემდეგ დასაქმების პრობლემა არ ჰქონოდათ. ასეთი მიდგომა ბათუმის მერიას უფრო ძვირი დაუჯდა. თითოეული მარტოხელა დედის სპეციალიზაციისათვის წელიწადში 300 ლარი გამოიყო.

მარტოხელა დედები ამბობენ, რომ ხელისუფლების ახალი მიდგომა უშედეგოა და სჯობდა მათ კუთვნილი 200 ლარიანი დახმარება მაინც მიეღოთ.

თალიკო რუხაძე ერთ-ერთი მარტოხელა დედაა, ბათუმში მყოფი 350-მდე მარტოხელა დედიდან. იგი სოციალურად დაუცველია და ორი შვილი ჰყავს, რეალურად კი სამ ბავშვს ზრდის. მესამე მისი დისშვილი, ანდრეა სლეპცოვია, რომელმაც ბავშვობაში მძიმე ტრამვა მიიღო და ზედა კიდურების გარეშეა დარჩენილი.

თალიკო რუხაძე, მარტოხელა დედა: „მე მარტოხელა დედა ვარ. სოციალურად დაუცველის მოწმობაც მაქვს. მარტოხელა მქვია, მაგრამ მეც ხომ შვილებს ვუზრდი საქართველოს?! მარტოხელობის სტატუსი გვაქვს, მაგრამ სხვა მხრივ, ჩვენი უფლება არსად არაა დაცული. აჭარის მთავრობა წელიწადში ერთხელ 200 ლარით გვეხმარებოდა. გასულ წელს ესეც მოგვიხსნეს. სამსახური მოვითხოვე და ამის სანაცვლოდაც სწავლა შემომთავაზეს.

მე ძიძის პროფესიის შესწავლა მსურდა, რადგან ვფიქრობდი, ამ სამუშაოს უფრო იოლად ვიპოვიდი, მაგრამ პროფესიული სასწავლებლიდან უარი მივიღე. პროგრამას ბათუმის მერია აფინანსებდა, მაგრამ ჩვენ რა გვინდოდა და რა შეგვეძლო, ამას არავინ გვეკითხებოდა. ისეთ სპეციალობაზე გამამწესეს - საბუღალტრო საქმეზე, რომ სწავლისას სილისა და ცემენტის მეტს არაფერს ახსენებდნენ ლექტორები. ამიტომაც სამთვიანი კურსის ნაცვლად, მხოლოდ ერთხელ დავესწარი ლექციას. შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, დამირეკეს და მიმიწვიეს - ჩვენთან ზეიმია და უნდა მოხვიდეთო. წავედი და სერტიფიკატი გადმომცეს. როგორც გავიგე, 300 ლარი გადაუხდია ბათუმის მერიას ჩემს „სწავლა-განათლებაში“. ბათუმის მერს შევუთვალე - სერტიფიკატი მაინც ვერ გამოვიყენე და მერჩივნა 300 ლარი ჩემთვის მოგეცა, ბავშვებს საწოლებს მაინც ვუყიდდი და აგურებზე აღარ დაიძინებდნენ-მეთქი.

ხელისუფლება ამბობს, მარტოხელა დედა ჩვენი საზრუნავიაო, მერედა რითი იზრუნეს? - 200 ლარი წაგვართვეს, 300 წყალში ჩაყარეს, მარტოხელა დედები კი უმუშევრები ვართ. ეს არის ზრუნვა?! დაინტერესებულა კი მთავრობა, როგორი აუტანელი ცხოვრება გვაქვს, როგორ გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ?

მინდა, შევახსენო მთავრობას და საზოგადოებას, რომ მე მარტოხელა დედა ვარ, სოციალურად დაუცველი. თუმცა, ჩემი შვილები საზოგადოების ისეთივე წევრები არიან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები“, - ამბობს თალიკო რუხაძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა. ცენტრის დირექტორი მაია თოიძის აცხადებს, რომ თალიკო რუხაძე მეცადინეობას ჩვეულებრივ ესწრებოდა, თუმცა დასწრების აღნიშვნის ჟურნალი არ წარმოუდგენია.
 
ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრმა 2010 წელს მერიისგან პროექტის განხორციელების უფლება ტენდერის გარეშე მიიღო. მიღებული თანხის ოდენობა კი 45 000 ლარს შეადგენდა, რაც 150 მოქალაქის პროფესიულ სწავლებას ითვალისწინებდა. ცენტრის დირექტორის, მაია თოიძის თქმით, თალიკო რუხაძესთან ერთად ბუღალტერ-მოანგარიშის ჯგუფში 32 მოქალაქემ ისწავლა და მათ 320 საათი დაეთმოთ.

მაია თოიძე, ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი: „ეგ ქალბატონიც ჩვეულებრივ ესწრებოდა მეცადინეობას. რატომ ამბობს - არ დავსწრებივარო, არ მესმის. ვისაც 96 საათის გაცდენა ჰქონდა, მას ვრიცხავდით. გასულ წელს ჩვენთან 132 მოქალაქემ დაასრულა ოთხი სპეციალობა (ბუღალტერ-მოანგარიშე, პერსონალური კომპიუტერი, მზარეული და სასტუმრო მენეჯმენტი). ამიტომ მერიას თანხის ნაწილი უკან დაუბრუნდა. რაც შეეხება მათ დასაქმებას, ეს ჩვენი ვალდებულება არ ყოფილა“.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: სოფო
2012-03-24 14:37
ვარ მარტოხელა დედა,შეკედლებული ვარ ნათესავთან ოთხი მცირეწლოვანი შვილით,უსახსრობის გამო ბავშვები ვერ დამყავს საბავშვო ბაღში,არ ვიღებ არანაირ დახმარებას, ვარ უმუშევარი, მაინტერესებს თუ მეკუთვნის ამ შემთხვევაში რაიმე დახმარება...
სახელი: ნანა
2012-02-23 21:14
ვარ მარტოხელა დედა, ვცხოვრობ ქირით, ვარ უმუშევარი, მყავს სამი წლის ბავშვი, ბაღში ვერ მიმყავს უსახსრობის გამო, მაინტერესებს მარტოხელა დედა და სხვა დედები ერტნაირად რატომ უნდა იხდიდნენ საბავშვო ბაღში გადასახადს, და საერთოდ ჩვენ გვეკუთვნის თუ არა რაიმე შეღავათი თუ არავის არ აღელვებს ჩვენი ბედი?
სახელი: ნუცა
2011-09-14 17:04
მარტოხელა დედა ვარ. რატომ მოგვიხსნა ამ მთავრობამ ყველანაირი შეღავათი? საკმაოდ ნიჭიერი შვილი მყავს-საქართველოს რომ გამოადგება ისეთი. გაძვირებული გაზის, დასუფთავების და წყლის ფული ვიხადო თუ ბავშვს შევუწყო ხელი სწავლაში?!
სახელი: ეკა
2011-09-08 21:29
მარტოხელა დედა ვარ მეც ავადმყოფი შვილი მყავს და ჩემთვის ყველანაირი დახმარების კარი დაკეტილია .რა ვქნა მოვკლა და მეც მოვიკლა თავი?სადაა სამართალი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC