კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ემილ წერეთელი - ალაზნის ტერიტორიაზე ძალიან რთული სიტუაციაა

1 აპრილი, 2011

გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიური სამსახურის უფროსის ემილ წერეთელის განცხადებით, მდინარე ალაზნის ტერიტორიაზე ძალიან რთული სიტუაციაა.

„შარშან გვიან შემოდგომაზე ჩვენი სამსახურის და გეოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა ვნახეთ იქ არსებული ვითარება. ძალიან რთული სიტუაციაა. ალაზნის მარჯვენა მხარე, ანუ ჩვენი ტერიტორია მდინარის მიერ ირიცხება და ყოველწლიურად ასობით ჰექტარი მიწა აკლდება ჩვენს ტერიტორიას. რაც შეეხება ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას, პირველ რიგში ადგილზე მდგომარეობის დეტალური შესწავლა უნდა მოხდეს. უნდა გაირკვეს, თუ რასთან გვაქვს საქმე. მხოლოდ ცალკეულ ადგილებში რომ გაამაგრო ნაპირი, ამან შეიძლება სხვა ადგილზე უარესი შედეგი გამოიწვიოს. ამიტომ მთლიანობაში, კომპლექსურად უნდა მოხდეს ნაპირსამაგრი სამუშაოს ჩატარება, რაც ჯერ არ არის გაკეთებული“, - აღნიშნავს წერეთელი გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში.

მისივე თქმით, ვიდრე მთლიანი სიტუაცია არ შეფასდება, მანამდე ვერაფერს გააკეთებენ. „გეგმა უნდა დაიდოს ერთიან სისტემაში რა უნდა გაკეთდეს. ეს ძალიან სარიოზული პრობლემაა, რასაც მარტივად ვერ მოვაგვარებთ“, - აცხადებს ემილ წერეთელი.

წერეთელი ვერ აკონკრეტებს, რატომ არ ხდება სამუშაოების დაწყება, მაშინ, როცა ვითარება ასეთი მძიმეა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 29 მარტს გაავრცელა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის ტრანსფორმაციის შესახებ მომზადებული ანგარიში. ანგარიშის თანახმად, სასაზღვრო ზოლის ალაზნის მონაკვეთზე გამოვლენილია ტერიტორიული ცვლილების 69 ადგილი. აქედან, 42 შემთხვევაში ფაქტიური საზღვარი გადმონაცვლებულია საქართველოს მხარეს და მხოლოდ 27 აზერბაიჯანის საზიანოდ. საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგებმა დაახლოებით 293 ჰექტარი შეადგინა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები