კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზა რამდენიმე ადგილზე ისევ დაზიანდა

6 აპრილი, 2011
წვიმების შედეგად ვაზიანი - გომბორი - თელავის გზაზე, მეწყერსაშიშ ზონაში მიწა ჩამოიშალა და გზა რამდენიმე ადგილზე დააზიანა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ გომბორის მაცხოვრებლებმა აცნობეს, გზის დაზიანებული მონაკვეთი ყოველდღიურად დაბლა იწევს და ასფალტი ხევში მიაქვს.

„გზის აღნიშნული მონაკვეთი დამეწყრილ ზონაშია. სარეაბილიტაციო სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება“, - აღნიშნეს თელავის საგზაო სამსახურში.

ვაზიანი - გომბორი - თელავის რეაბილიტირებული გზა საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წლის 2 ოქტომბერს გახსნა. გზის რეაბილიტაციაზე 37 მილიონი დოლარი დაიხარჯა, აქედან 30 მილიონი მსოფლიო ბანკის სესხია. გზის გახსნისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტს „გარანტია მისცა“, რომ აღნიშნულ გზას 10 წელი პრობლემა არ ექნებოდა. „ადრე სპეციალურად აკეთებდნენ ხოლმე ცუდად და მერე რემონტებში ფული იხსნებოდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა. გომბორის გზა პირველად მწყობრიდან გახსნიდან 2 თვეში გამოვიდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები