აკაკი მინაშვილი - მოსახლეობის 90% არჩევნების საკითხს პრობლემად არ მიიჩნევს
17 მაისი, 2011
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი მინაშვილისთვის არსებული საარჩევნო კანონმდებლობის კრიტიკა მიუღებელია. დეპუტატი აცხადებს, რომ მოსახლეობის 90% არჩევნების საკითხს პრობლემად არ მიიჩნევს.
ამის შესახებ აკაკი მინაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე "ქართული დასის" ლიდერ დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობის კრახით დასრულებაზე ისაუბრა და დაინტერესდა, თუ როგორ არ რცხვენია ხელისუფლებას არჩევნების იგივე კანონმდებლობით ჩატარებისა.
აკაკი მინაშვილის თქმით, ის, რომ „ქართული დასი“ ტრადიციულად ვერ იგებს არჩევნებს, არ ნიშნავს რომ არჩევნების მიმართ ნდობა არ არსებობს და საერთაშორისო საზოგადოება არ ენდობა და არ აღიარებს არჩევნების შედეგებს.
მინაშვილმა ბაღათურიას მოუწოდა, წაიკითხის ყველა საერთაშორისო დასკვნა და ნახოს, რომ ეუთოც, რომელიც მთავარი დამკვირვებელია ხოლმე არჩევნებზე, საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებს პროგრესულად და ქართველი ხალხის ნების გამომხატველად აფასებს.
„ნახეთ ჩვენი მოსახლეობის გამოკითხვები და კვლევები და იქაც ცალსახად დაინახავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი ენდობა ჩატარებულ არჩევნებს და საერთოდ არ მიიჩნევს არჩევნების საკითხს პრობლემად“, – განაცხადა მინაშვილმა.
ინტერპრესნიუსი
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023