ნიკა კვინტრაძე ფოტოზე კიდევ ერთმა მეგობარმა ამოიცნო. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, კვინტრაძის საცხოვრებელ სახლთან ჟურნალისტებმა გარდაცვლილის მეგობარს აკაკი სვანიძეს ფოტო აჩვენეს, რომელზეც გამოსახულია, 26 მაისის აქციის დარბევისას თუ როგორ წევს ასფალტზე სავარაუდოდ, ნიკა კვინტრაძე.
სვანიძის თქმით, ფოტოზე ნამდვილად მისი მეგობარია გამოსახული. მანამდე კვიტრაძე კიდევ ერთმა მეგობარმა, ავთანდილ რეხვიაშვილმა ამოიცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის ცხედრები 27 მაისს თავისუფლების მოედანზე, ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე იპოვეს. შსს-ს ვერსიით, კვინტრაძე და ასათიანი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალნენ.
კვინტრაძე 31 მაისს დაკრძალეს.
ინტერპრესნიუსი