კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მურმან დუმბაძე ისევ თელავის იზოლატორშია

1 ივნისი, 2011

მურმან დუმბაძის ადვოკატი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო თელავის იზოლატორიდან მურმან დუმბაძის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ.

„ჩვენ გუშინ დავწერეთ შუამდგომლობა და მოვითხოვეთ მურმან დუმბაძის საავადმყოფოში გადაყვანა. მას სჭირდება გამოკვლევა, რადგან სასტიკად ცემის შემდეგ არის ავად, მუცლის არეში აქვს ტკივილები და ვვარაუდობთ, რომ ნეკნები აქვს ჩამტვრეული. მასთან „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებიც იყვნენ შესულები. მათი რეკომენდაციაც იყო დუმბაძის სტაციონარში გადაყვანა, მაგრამ პატიმარი ამ დრომდე იზოლატორში რჩება“, - განუცხადა მარეხ მგალობლიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

შეგახსენებთ, რომ თელავის იზოლატორიდან მურმან დუმბაძის თელავის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის საავადმყოფოს მორიგე ექიმმა ვასიკო გოტაძემ არ დაუდასტურა.

რესპუბლიკური პარტიის აჭარის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე სამართალდამცავებმა დაუმორჩილებლობის ბრალდებით 26 მაისს, თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს 30 დღით პატიმრობა შეუფარდა. პატიმარი თელავის იზოლატორშია მოთავსებული. დუმბაძე სასტიკად არის ნაცემი და მთელ სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. დაკავებულს თელავის იზოლატორში 2 დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა საკვები. ამ დრომდე არ გაწევია მას სათანადო სამედიცინო დახმარება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები