14:32, Saturday, 30.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გაუჩინარებული 60 წლის აქტივისტი არსად ჩანს

03.06.2011

იან კარვერი, opendemocracy.net

თბილისში მეორე დღეა მასობრივი აქციები მიმდინარეობს. აქციებს თან ახლავს დაპირისპირებები სამოქალაქო ფორმაში გადაცმულ პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის, რომლებიც თავდაცვის მიზნით დროშის ტარებს იყენებენ.

აქციები თბილისში 2011 წლის 21 მაისს დაიწყო ნინო ბურჯანაძის - საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიერ ბათუმში საპროტესტო აქციის გამართვის შემდეგ, რომელშიც 2000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საპროტესტო აქცია მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ორგანიზატორების დაპატიმრებით დასრულდა. დაპატიმრებულთა შორის არის თემურ ჭანტურიშვილი, მთავრობის ყოფილი მხარდამჭერი.

ბათუმი ისტორიულად პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდაჭერის ცენტრს წარმოადგენდა, განსაკუთრებით - 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ადრეულ სტადიაზე. დიდი ხნის განმავლობაში მაფიოზი ლიდერის - ასლან აბაშიძის მმართველობის ქვეშ მყოფი აჭარის რეგიონი საბოლოოდ მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ აქტიურობის შედეგად გათავისუფლდა. აღნიშნულ პროცესში წვლილი შეიტანეს სტუდენტების მასობრივმა გამოსვლებმა 2004 წლის აპრილ-მაისში.

დემოკრატიული ცვლილების მხარდასაჭერად სტუდენტების გამოყვანაში აქტიურ როლს თამაშობდა თემურ ჭანტურიშვილი, ცენტრალური მთავრობის მიერ დაფინანსებული ადგილობრივ პედაგოგთა მოსამზადებელი კოლეჯის თავდადებული დირექტორი. კოლეჯი შორეულ სოფლებში მოსახლე სტუდენტებს ინგლისური და სხვა უცხოური ენების შესწავლის შანსს აძლევდა.

ჭანტურიშვილმა ნელა გააცნობიერა, რომ ვარდების რევოლუციის დაპირებები გულწრფელი არ იყო. როგორც კი სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა მისი დახმარებით ცენტრალური კონტროლი აიღეს ხელში, მან დაინახა, რომ აბაშიძის პატრონაჟის ძველი ქსელის წევრებს თანამდებობებს ურიგებდნენ ახალ „დემოკრატიულ“ მთავრობაში. ეს მძიმე რეალობა აღმოჩნდა ჭანტურიშვილისათვის. მისმა ქალიშვილმა სამსახური დაკარგა საგარეო საქმეთა სამინისტროში სავარაუდოდ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ პარტიასთან - „სახალხო კრებასთან“ კავშირის გამო. მის ოჯახს დაემუქრნენ, ჩამოართვეს ქონება და გაანადგურეს მისი მანქანა.

შაბათის პროტესტების შემდეგ, ჭანტურიშვილი გაუჩინარდა 20 მაისის ღამის საპროტესტო აქციის ათეულობით პრო-დემოკრატიულ მონაწილესა და ორგანიზატორთან ერთად. მიზეზები უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ ისინი უკავშირდება ინციდენტს, როცა უცნობმა თავმდამსხმელებმა ქვები ისროლეს ბათუმში საპროტესტო აქციის დროს (ჭანტურიშვილი ჩანს საპროტესტო აქციის ვიდეოკლიპში დაახლოებით 40 წამი).

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ჯერ ისევ შეზღუდულია. ჭანტურიშვილის მეუღლე და ორი ქალიშვილი მის ჯანმრთელობაზე წუხს მისი ასაკის გამო - ის 60 წლის არის  და ჯანმრთელობა შერყეული აქვს. მათ არ ჰქონდათ მასთან დაკავშირების საშუალება. არსებული მონაცემებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ გაუჩინარებული პირები 45 დღით დროებითი დაკავების იზოლატორებში არიან მოთავსებული. თუმცა, ასეთ მცირეხნიან სასჯელებს ხშირად მოჰყვება წამება და აუხსნელი სიკვდილი, განსაკუთრებით ეს ეხება პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანებს.

პრობლემას ართულებს ის ფაქტი, რომ ნებისმიერს, ვინც კი რაიმეს ამბობს მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რუსეთის აგენტის იარლიყს აკრავენ, მოსახერხებელი ევფემიზმი, რომელსაც მთავრობა თავისუფლად იყენებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. ძალიან ადრეა ჭანტურიშვილისა და ავტორიტარული საქართველოს თავდასხმის ქვეშ მოქცეული სხვა ადამიანების ბედის წინასწარმეტყველება, მაგრამ ასეთი რეაქცია სამართლებრივი პროტესტის ბოლოდროინდელ ტალღაზე წარმოაჩენს მთავრობის შიშს ხალხისა და მათი მისწრაფების მიმართ ღია და კონსტიტუციურ ქვეყანაში ცხოვრებაზე.

ქართული თარგმანი: Humanrights.ge

ორიგინალი

დარო სულაკაურის ფოტო opendemocracy.net-დან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC