კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაშა ჩხარტიშვილს ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს, ქარდავა და ბათიაშვილები კი დააჯარიმეს

6 ივნისი, 2011

5 მაისს რუსთაველის გამზირზე სამართალდამცაველებმა საპროტესტო აქციის გამართვის მცდელობისთვის ლაშა ჩხარტიშვილი, თეონა ქარდავა ირინა ბათიაშვილი და მაია ბათიაშვილი დააკავეს, რომელთა სასამართლო პროცესებიც იმ დღესვე გაიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კონსერვატიული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს ლაშა ჩხარტიშვილს ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ჩხარტიშვილს ბრალი დაედო ბოროტ დაუმორჩილებლობაში სამართალდამცავების მიმართ და წვრილმან ხულიგნობაში.

ირაკლი ბათიაშვილის მეუღლეს და შვილს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ 400-400 ლარიანი ჯარიმები დააკისრა. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარედგინათ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“  წევრ თეონა ქარდავას თბილისის საქალაქო სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

„სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის გამო 500 ლარით დაჯარიმდა. სასამართლოში ინციდენტი ირაკლი ბათიაშვილსა და მანდატურებს შორის მოხდა.

ბათიაშვილი სასამართლოში თავისი შვილისა და მეუღლის პროცესზე დასასწრებად მივიდა. პროცესი უკვე დაწყებული იყო, თუმცა, მან დარბაზში შესვლა მაინც მოითხოვა და სხდომის დარბაზის კარზე ბრახუნი დაიწყო, რასაც სასამართლოს მანდატურების წინააღმდეგობა მოჰყვა. მანდატურებთან ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემდეგ ირაკლი ბათიაშვილი დააკავეს.

საპროტესტო აქცია აგვისტოს ტრაგედიის შესახებ გადაღებული ფილმის - „აგვისტოს 5 დღის“ პრეზენტაციასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან იგეგმებოდა. თუმცა, პოლიციამ აქცია დასაწყისშივე აღკვეთა.

აქციის მონაწილეებს ეკავათ სხვადასხვა შინაარსის პლაკატები, მათ შორის: „აგვისტოს დღეები სააკაშვილისთვის დღესასწაულია, საქართველოსთვის კი ტრაგედია“.

რუსეთ-საქართველოს ომზე გადაღებული რენი ჰარლინის ფილმის „აგვისტოს 5 დღის“ საპრემიერო ჩვენება კინოთეატრ „რუსთაველში“ 5 მაისს გაიმართა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები