კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიცია სტიქიით შედეგად დაზარალებულ პირთა უფლების დაცვას ითხოვს

22 ივნისი, 2011

მიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიცია უფლებამოსილ ორგანოებს სტიქიით შედეგად იძულებით გადაადგილებულ და სხვა დაზარალებულ პირთა უფლების დაცვის მიზნით ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაკენ მოუწოდებს.

ბოლო პერიოდში საქართველოში სტიქიის მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შედეგად, სამწუხაროდ, დაიღუპა 4 და დაიკარგა 2 ადამიანი. ეკონომიკურმა ზარალმა 10 მილიონ ლარს გადააჭარბა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 35 204 ოჯახია რეგისტრირებული. 1995 წლიდან დღემდე მხოლოდ მეწყერებისა და ღვარცოფების შედეგად მიყენებულმა ზარალმა 2 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა. სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობამ კი ბოლო წლებში 400-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი (დაახლოებით 70%) მეწყერსაშიშ უბნებს შეიცავს.

ოფიციალური ინფორმაციით, 11 000-ზე მეტი ოჯახი  დღემდე სიცოცხლის  რისკის ქვეშ რჩება. მათი სახლები ოფიციალურადაა შეფასებული, როგორც დანგრეული, ან საცხოვრებლად უვარგისი და არააღდგენადი.

ამ ფონზე არ არსებობს  სტიქიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ და დაზარალებული პირების უფლების დაცვის მიზნით ჩამოყალიბებული სახელმწიფოს ერთიანი მიდგომა. ამასთან არ ხდება რისკების შეფასება და პრევენციული ზომების გატარება.

არაერთი კვლევისა და რეკომენდაციის მიუხედავად, ხელისუფლება არ ცდილობს, უფრო მეტი ფინანსები და სხვა რესურსი გამოყოს საქართველოში სტიქიური პროცესების პრევენციისთვის, ისევე როგორც, მიყენებული ზიანის სრულფასოვნად აღმოსაფხვრელად.

მიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აგრეთვე - სხვა უფლებამოსილ ორგანოებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა როგორც სტიქიური პროცესებისა და სხვა გარემოსდაცვითი პრობლემების აქტუალიზაციისთვის, ასევე გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, რათა დროულად მოხდეს დაზარალებულთა დახმარება.

მიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიცია აერთიანებს არასამთავრობო ორგანიზაციებს:

კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი (CENN); თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი; ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);  კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი (ICCN) და საქართველოს რეგიონალური მაუწყებლობის ასოციაცია.

ახალი ამბები