კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადება

12 ივლისი, 2011

კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. კოალიციას მიაჩნია, რომ ხელისუფლება განზრახ უმალავს საზოგადოებას საქმის დეტალებს და ზეწოლას ახდენს ქართული მედიის წარმომადგენლებზე.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მიმდინარე წლის 7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხი ქართველი ფოტოკორესპონდენტი დააკავა. მათ ბრალად ჯაშუშობა ედებათ, კერძოდ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, უცხოეთის ორგანიზაციის წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტისა და სხვაგვარი მონაცემების შეგროვება, შენახვა და გადაცემა.

„ფოტოგრაფების საქმემ“ უპრეცედენტოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია, რადგანაც მისი შედეგები და მიმდინარეობა პირდაპირ აისახება საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების პერსპექტივებზე. ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აპირებს საქმის სრულ გასაჯაროებას. 9 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულმა ვერც ერთმა მტკიცებულებამ ვერ დაარწმუნა საზოგადოება  ბრალდების საფუძვლიანობაში. გედენიძეების აღიარებითი ჩვენებაც კი არ არის უტყუარი დასტური იმისა, რომ ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე  ერთ-ერთი ჯაშუშური ქსელის დავალებით მუშაობდნენ.

მიგვაჩნია, რომ დღეს ინფორმაციის სიმწირის გამო, საზოგადოებას საშუალება არ აქვს, სრულფასოვნად შეაფასოს მოვლენები და სწორი დასკვნები გამოიტანოს. ინფორმაცია ფრაგმენტული და არადამაჯერებელია. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება განზრახ უმალავს საზოგადოებას საქმის დეტალებს და ზეწოლას ახდენს ქართული მედიის წარმომადგენლებზე.

კოალიციას „მედია ადვოკატირებისთვის“ მიაჩნია, რომ საქმის გაუმჭვირვალედ წარმართვის გამო საქართველოში მოქმედ ყველა თავისუფალ ჟურნალისტს საფრთხის განცდა აქვს, რადგანაც სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი მეთოდით ნებისმიერი თავისუფალი ჟურნალისტური საქმიანობა შეიძლება დაისაჯოს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კოალიცია მოითხოვს: ხელისუფლების შესაბამისმა სტრუქტურებმა საქმეს ახსნან გრიფი „საიდუმლო“ და გამოძიების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართონ. ასეთი ქმედება საქართველოს მთავრობის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია მთავრობის მხრიდან საზოგადოებრივი ინტერესის იგნორირება. იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს მომავალში საქმის დეტალები არ იქნება ცნობილი, აღნიშნული ქმედება ხელისუფლების  მხრიდან საქართველოს მედიასივრცესა და ქართულ ჟურნალისტიკაზე პირდაპირ წნეხად, დაკავებული პირები კი სინდისის პატიმრებად ჩაითვლებიან, რის გამოც მივმართავთ  სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობას და გამოვიყენებთ საზოგადოებრივი ზეწოლის ყველა საშუალებას ჟურნალისტების პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით“.


კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები