კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით შსს-დან 4 თანამშრომელი დაითხოვეს

18 ივლისი, 2011
26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით სამსახურიდან გაათავისუფლეს სამინისტროს 4 თანამშრომელი , ჩამოქვეითდა ერთი, სასტიკი საყვედური სამს, საყვედური კი რვა თანამშრომელს გამოეცხადა, - ამის შესახებ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა.

სამსახურიდან დათხოვნილ პოლიციელთა გვარები ბრიფინგზე არ დასახელებულა.

სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დისციპლინარული წესდების დარღვევის ფაქტები პროკურატურის მიმართვის, მედიის მიერ გავრცელებული კადრების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების საფუძველზე შეისწავლა.

როგორც სამინისტროს ვებგვერდზეა აღნიშნული „2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა უკანონო ქმედების აღკვეთის დროს სამართალდამცველების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინარული წესდების დარღვევის ფაქტები გამოვლინდა“.

ინტერპრესნიუსი


ახალი ამბები