კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაღიარებ, რომ მე ვარ ჟურნალისტი, მაშასადამე, მე ვარ ჯაშუში

19 ივლისი, 2011

ერთ კვირაზე მეტია, დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად თბილისში აქციები იმართება. 18 ივლისს საპროტესტო აქცია ამჯერად გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა პროტესტი ორიგინალურად გამოხატეს - სასტვენები და სამანქანო სიგნალები შვიდი წუთის განმავლობაში არ გაჩერებულა. აქციის მონაწილეებმა, ამით მიანიშნეს, რომ ბოლო შვიდი წელია, საქართველოში თავისუფალი სიტყვა საფრთხის ქვეშაა.

„ეს არის ქვეყანა, სადაც არ არის ნორმალური სასამართლო, ნორმალური გამოძიება. ეს ყველაზე უკეთ უფლებადამცველებს და მედიას მოეხსენება. ზუსტად ეს ორი სფეროა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან ანადგურებს, საპასუხოდ იღებს საპროტესტო აქციებს და სწორედ ეს აქციები ჩამოხსნის მას ნიღაბს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას დროს მედიაკავშირ „ობიექტივის“ წარმომადგენელმა რუსუდან მუმლაძემ.

აქციაში ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს სლოგანით: „ვაღიარებ, რომ მე ვარ ჟურნალისტი, მაშასადამე, მე ვარ ჯაშუში“.

ჟურნალისტები აქციებს ერთ-ერთი დაკავებული ფოტორეპორტიორის, გიორგი აბდალაძის ე. წ. აღიარებითი ჩვენების გამოქვეყნების შემდეგეც არ წყვეტენ და მიაჩნიათ, რომ მათ წინაშეა ზეწოლის შედეგად მიღებული ჩვენება, რომელსაც არანაირი იურიდიული ძალა და მნიშვნელობა არა აქვს.

აქციის მონაწილეების განცხადებით,  პროტესტი გაგძელდება არა მხოლოდ დაკავებული  ფოტორეპორტიორების, არამედ თავისუფალი სიტყვის დასაცავადაც.

მარიამ იმერლიშვილი

ახალი ამბები