კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ოკროკოვისა და სინიცინის სატელეფონო ნომრებს სხვა მფლობელები ჰყავთ

22 ივლისი, 2011

„ინტერპრესნიუსმა“ გადაამოწმა მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო ნომრები, რომლებიც სამართალდამცველების ვერსიით, გრუ-ს თანამშრომლებს - სინიცინსა და ოკროკოვს ეკუთვნოდა. პროკურატურის ინფორმაციით, ამ ნომრებზე ჯაშუშობაში ბრალდებული ზურაბ ქურციკიძე ოკროკოვსა და სინიცინს უკავშირდებოდა.

პროკურატურის მიერ მითითებულ სატელეფონო ნომრებს – 599 95 41 62 აღნიშნულ ნომერს ამჟამად მოქალაქე ალექსანდრე ჩიხლაძე პასუხობს.

„ეს ნომერი ძალიან დიდი ხანი მაქვს. ტელეფონიც და ახალი ნომერიც "მაგთის" ოფისში ვიყიდე და არასოდეს არავისთვის არ გადამიცია და არც არავისგან მიყიდია. ეს ნომერი ჩემს სახელზეა გაფორმებული“, - განაცხადა ალექსანდრე ჩიხლაძემ.

მისივე განცხადებით, მასთან არასოდეს დაურეკავს ფოტორეპორტიორ ზურაბ ქურციკიძეს.

„ჩემთან მას არასოდეს დაურეკავს. იმ ფოტორეპორტიორზე ამბობთ, რომელიც დააპატიმრეს? ჩემი ნომერი აქ არაფერ შუაშია, ეს რაღაც შეცდომაა, ტყუილი, გამორიცხულია“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

პროკურატურის მიერ მითითებულ მეორე სატელეფონო ნომერზე – 599987426 ვინმე არჩილი პასუხობს, რომელიც ასევე აცხადებს, რომ დაახლოებით 3-4 წელია, ეს ნომერი მას ეკუთვნის.

„უკვე დამირეკეს და მკითხეს ამის შესახებ. მეც წავიკითხე ეს ინფორმაცია და გამიკვირდა, რაღაც შეცდომაა“, - განაცხადა აბონენტმა.

აღნიშნული სატელეფონო ნომრები მთავარმა პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა. პროკურატურის ინფორმაციით, ამ ნომრებზე ზურაბ ქურციკიძე 2004 წელს ახორციელებდა ზარებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები