კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს პოლიცია უთვალთვალებს

25 აგვისტო, 2011

რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს პოლიცია უთვალთვალებს. ამის შესახებ ინფორმაციას ზანგურის მეგობრები სოციალურ ქსელ facebook-ში ავრცელებენ.
 
როგორც  მსახიობის მეგობრები აღნიშნავენ, ზანგურის სახლთან დგას შავი ფერის ჯიპი, ნომრით - 575, რომელიც მას უთვალთვალებს, ხოლო „ერთ-ერთი სტუმარი მისი სახლიდან გასვლის შემდეგ კინაღამ მანქანაში ჩატენეს“.
 
ცოტა ხნის წინ მსგავსი ინფორმაცია სოციალურ ქსელზე რუსთაველის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამაც გაავრცელა, თუმცა მას მსახიობის ვინაობა არ დაუკონკრეტებია: „დამირეკა ერთმა მსახიობმა... უთვალთვალებენ... აშინებენ... „დემოკრატიის“ ჯაშუშნი ჯიპებში სხედან და სტუმრებს უფრთხობენ... რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, უზნეოა მთავრობა და რუსთაველის თეატრი... რა სამკუთხედია?!“
 
შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლება რუსთაველის თეატრის თითქმის ყველა მსახიობმა გააპროტესტა. მათ გააკეთეს სპეციალური განცხადებაც და აღნიშნეს, რომ მათთვის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კვლავ რობერტ სტურუა რჩება.
 
23 აგვისტოს თეატრის რამდენიმე მსახიობმა განაცხადა, რომ თუ რუსთაველის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად რობერტ სტურუას არ დააბრუნებენ, ისინი მზად არიან ყველაზე რადიკალური ნაბიჯებისათვის, მათ შორის, იმისთვისაც, რომ არ დადგან სპექტაკლები და არ გახსნან სეზონი.
 
კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ რობერტ სტურუა გათავისუფლების შესახებ ბრძანებას 9 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო 15 აგვისტოს ბრძანება ძალაში შევიდა. მინისტრის თქმით, სტურუა „ქსენოფობიური განცხადებების გამო იქნა გათავისუფლებული თანამდებობიდან“.
 
ამის შემდეგ რობერტ სტურუამ  შეთავაზება მიიღო რუსეთის რამდენიმე თეატრიდან, ხოლო გუშინ თავად სტურუამ განაცხადა, რომ „ეტ სეტერას“ შეთავაზებას დათანხმდა.

ტრიბუნა.ge

ახალი ამბები