კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მედიაპალიტრის“ ორგანიზაციებში ფინანსური აუდიტი კიდევ ერთი თვე გაგრძელდება

29 აგვისტო, 2011

„მედიაპალიტრის“ ექვს ორგანიზაციაში ფინანსური აუდიტი კიდევ ერთი თვე გაგრძელდება. მაკონტროლებლებმა შემოწმების გაგრძელების შესახებ ბრძანებები რამდენიმე დღის წინ წარმოადგინეს და დასძინეს, რომ დამატებითი დრო დოკუმენტაციის ანალიზისთვის სჭირდებათ.

მათივე თქმით, შესაძლოა, „მედიაპალიტრაში“ მათი მოსვლა საჭირო აღარც გახდეს და ანალიზით, ძირითადად, შემოსავლების სამსახურში დაკავდებიან.

ვადების ერთხელ უკვე გახანგრძლივების შემდეგ, შემოწმება 29 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო. მაკონტროლებლებმა ერთი თვეა, დაასრულეს დოკუმენტაციის შემოწმება და აღარ დადიოდნენ შპს „ჯეპ“-სა და შპს „პოლიგრაფიულ მასალებში“, ხანგრძლივი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არც „მედიაპალიტრის“ სხვა ორგანიზაციებში მისულან.

შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის თანამშრომლები „მედიაპალიტრის“ ერთდროულად ექვს სხვადასხვა ორგანიზაციაში 7 ივნისს შევიდნენ. უწყების ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ ეს გეგმური შემოწმება იყო, რომელსაც რისკების მართვის კომპიუტერული სისტემა შემთხვევითობის პრინციპით არჩევს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები