კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკოლა ქოხში

15 სექტემბერი, 2011

დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევის დაწყებითი სკოლა ქოხშია განთავსებული. ქოხი წნელისგან არის მოწნული და თიხითაა გალესილი. თხელ კედლებზე ნაპრალების დასაფარად რეზინის ნაჭრებია აფარებული. „საკლასო“ ოთახში დაფა, ერთი მერხი, ოთხი სკამი, მასწავლებლის მაგიდა და შეშის ღუმელი დგას.
 
2010 წლის იანვრამდე, ვეძათხევის დაწყებითი სკოლა ამავე სოფელში მდებარე ერთ-ერთ კერძო სახლში იყო განთავსებული. მას შემდეგ, რაც სახლი მეწყერმა წაიღო, სკოლის ერთადერთმა მასწავლებელმა იმედა ზვიადაურმა „სასწავლო დაწესებულება“ საკუთარ სახლთან, მეზობელ სოფელ ოქრუანში გადაიტანა.
 
სკოლაში 3 მოსწავლეა. მეორე, მესამე და მეოთხე კლასში თითო-თითო ბავშვია. ყველა კლასს გაკვეთილი ერთ „საკლასო ოთახში“, ერთდროულად უტარდება.
 
„პირველკლასელს ასოებს რომ გამოვუწერ, მეორეკლასელს დაფაზე გამოსაყვან მაგალითებს ვუწერ. ამ დროს მესამეკლასელს მე ვამეცადინებ, მეოთხეკლასელი კი დავალებას ასრულებს... ასე ვანაცვლებ ხოლმე“, - ასე აღწერს გაკვეთილს ვეძათხევის დაწყებითი სკოლის მასწავლებელი იმედა ზვიადაური. ის ამ სკოლაში 1970 წლიდან მუშაობს. 70 წელს მიღწეული მასწავლებელი ბავშვებს ყველა საგანს თვითონ ასწავლის.
 
ვეძათხევის დაწყებით სკოლაში უცხო ენა არ ისწავლება. არც სპორტისა და მუსიკის გაკვეთილები ტარდება.

„უცხო ენის  მასწავლებელი დიდ სკოლებში არა გვყავს. მანდ ვინ მივა 4 საათის გულისთვის?“ - ამბობს დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი თინა ბანცური.

ფოტორეპორტაჟი იხილეთ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის გვერდზე ფეისბუქში.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები