კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნეთბუქები“ მოსწავლეებს გარკვეული პირობებით აჩუქეს

16 სექტემბერი, 2011

პირველკლასელებისთვის ნეთბუქების დარიგებასთან ერთად მათ მშობლებს სპეციალური ხელშეკრულების ხელმოწერას სთხოვენ, რომელშიც ამ კომპიუტერების მოხმარების პირობებია განსაზღვრული. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის რამდენიმე სკოლის პირველი კლასის მოსწავლის მშობლებმა აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით, ბავშვებს კომპიუტერი 4-წლიან მფლობელობაში გადაეცემათ. დაზიანების შემთხვევაში სახელმწიფო მისი შეკეთების ვალდებულებას არ იღებს, მშობლებს კი 450 ლარის გადახდა მოუწევთ.

პირველკლასელებს ასევე ექნებათ ვალდებულება, „ნეთბუქები“ ყოველდღიურად ატარონ.

განათლების სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ლალი როზომაშვილი კატეგორიულად უარყოფს მსგავსი პირობების არსებობას და აცხადებს, რომ „ნეთბუქის“ დაზიანების შემთხვევაში მას მწარმოებელი კომპანია სახელმწიფოს დაკვეთით უსასყიდლოდ შეაკეთებს.„ეს საჩუქარია და როგორ შეიძლება საჩუქრის დაზიანების გამო ვინმეს ჯარიმა დაეკისროს?“ - ამბობს როზომაშვილი.

24-ე საშუალო სკოლის დირექტორის გია მურღულიას განმარტებით, ხელშეკრულებები მშობლებთან მართლაც იდება, თუმცა მათში საუბარია არა ჯარიმაზე, არამედ კომპიუტერის ღირებულებაზე, რომელიც 450 ლარს შეადგენს.

შესაბამისად, მისი დაზიანების შემთხვევაში მშობელმა ახალი ნეთბუქის შესაძენად სწორედ ეს თანხა უნდა გადაიხადოს. სხვა დაზიანების აღმოფხვრაც მას საკუთარი ხარჯებით მოუწევს.

„სახელმწიფოს ეს პროგრამა ისედაც დიდი თანხები დაუჯდა, რაც გამართლებულია. მაგრამ მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ კომპიუტერს უნდა მოუფრთხილდეს და არ დააზიანოს. გამორიცხულია, ეს ისევ სახელმწიფომ გააკეთოს. ცხადია, აქ არ იგულისხმება შემთხვევები, როდესაც საქმე ქარხნულ წუნთან გვაქვს,“ - აცხადებს მურღულია.მისი თქმით, ნეთბუქები მოსწავლეს არა დროებით, არამედ საჩუქრად გადაეცემათ. ის მას მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოერთმევა, თუ სამი წლის განმავლობაში საჯარო სკოლიდან კერძო სკოლაში გადავა, სადაც ასეთი პროგრამა არ მუშაობს.

კომერსანტი

ახალი ამბები