კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განათლების სამინისტრო ვეძათხეველ მოსწავლეებს პრობლემის მოგვარებას პირდება

23 სექტემბერი, 2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევში მცხოვრები მოსწავლეების პრობლემებზე კომენტარი გააკეთა. ვეძათხევიდან ბავშვები ანანურის სკოლაში სასწავლებლად ყოველდღე 18 კილომეტრს ფეხით გადიან. სოფლის მოსახლეობა სასკოლო ავტობუსის დანიშვნას ითხოვს.

„ვიცნობთ მაგ თემას. სამინისტრო მუშაობს, რომ ეს საკითხი უახლოეს პერიოდში მოგვარდეს“, - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრესცენტრის უფროსმა ნინო პოტრჟებსკაიამ.

20 სექტემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა ჯანაშვილმა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ გამგეობა ამ ეტაპზე ვეძათხეველებს ვერაფრით დაეხმარება.

„ვეძათხევიდან ძალიან ცოტა ბავშვი დადის სკოლაში და მათ გამო ავტობუსს ვერ დავნიშნავთ “, - აღნიშნა დუშეთის გამგებელმა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები