კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატრულმა ჟურნალისტისთვის კამერის წართმევა სცადა

30 სექტემბერი, 2011

საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს თანამშრომელმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტისთვის, რომელიც თელავში, „მრეწველების“ მიერ დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას აშუქებდა, ვიდეოკამერის წართმევა სცადა.

ჟურნალისტმა დარბაზში მუშაობა რომ დაასრულა, სადაც კანდიდატი წარადგინეს, თეატრის შენობის წინ შეკრებილი ადამიანების გადაღებას ცდილობდა. თეატრის შენობის წინ იყო გაჩერებული საპატრულო პოლიციის მანქანაც. გადაღების დროს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს საპატრულო პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა კატეგორიულად მოსთხოვა ტერიტორიაზე, სადაც საპატრულო ეკიპაჟის მანქანაც იყო გაჩერებული, გადაღებას ნუ ახდენდა. ჟურნალისტმა მას უპასუხა, რომ იღებდა ხალხს და არა საპატრულო პოლიციის მანქანას.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ჟურნალიტს უხეში სიტყვებით მიმართა და კამერის წართმევაც სცადა, რის გამოც ჟურნალისტმა ტერიტორია დატოვა. ამის შემდეგ, რამდენიმე წამში, ინციდენტის ადგილზე კიდევ ერთი საპატრულო ეკიპაჟი მივიდა. ჟურნალისტი, უკან დაბრუნდა და ჰკითხა მათ, რა უფლებით ცდილობდა მათი თანამშრომელი მისთვის კამერის წართმევას, რატომ საუბრობდა აგდებით და არ ასახელებდა ვინაობას. პატრულის თანამშრომლებმა კითხვებს პასუხი არ გასცეს.

ინციდენტის შემდეგ ჩვენ საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსს ალეკო დეკანოიძეს დავუკავშირდით.

- ბატონო ალეკო, როცა ჟურნალისტი თეატრის შენობის წინ ხალხს იღებს და იქვე საპატრულო პოლიციის მანქანა დგას, გადაღება იკრძალება? თქვენი თანამშრომელი, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა და არც მანქანას ჰქონდა ნომერი, შსს-ს ვებგვერდის მისამართი ეწერა, ჩვენთვის კამერის წართმევას ცდილობდა და აგდებით გველაპარაკებოდა. აქვს მას ამის უფლება?

„ყველაფერს გავარკვევ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ფოტოზე საპატრულო პოლიციის აღნიშნული თანამშრომელია აღბეჭდილი. ფოტოს გადაღება კახეთის საინფორმაციო ცენტრის მეორე კორესპონდენტმა ინციდენტის დროს მოახერხა.

კახეთის სიანფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები