კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბზარაშვილების საკითხს ქართულ - ოსური მხარეები 3 - 4 ოქტომბერს განიხილავენ

30 სექტემბერი, 2011
ახალგორთან დაკავებული ბზარაშვილების საკითხს ქართულ - ოსური მხარეების წარმომადგენლები, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, 3 – 4 ოქტომბერს, დვანში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ. ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა.

„ჯერჯერობით მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. შეხვედრაზე  გაირკვევა ყველაფერი“, - განაცხადა უტიაშვილმა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ცხინვალის იზოლატორში მყოფი ბზარაშვილები, ერთი კვირის წინ, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა მოინახულეს და ამანათები გადასცეს.

„კი, „წითელი ჯვარი“ იყო წინა კვირას შესული, მოინახულეს, ამანათები და  წერილები გადასცეს ჩვენგან, იქიდანაც მოგვიტანეს წერილი. წერილში წერია, რომ ნორმალურად და ჯანმრთელად არიან. მაგრამ, არ აქვთ ინფორმაცია, როდემდე მოუწევთ იზოლატორში ყოფნა. უკვე აღარ ვიცი რა გავაკეთო, მოვიარე სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციები, საპატრიარქოშიც ვიყავი, მეტი რაღა უნდა გავაკეთო. ყველა მეუბნება, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ვმუშაობთ და სულ მალე დაგიბრუნებთ შვილებსო. მაგრამ როდის იქნება ეს მალე, არ ვიცი“, - ამბობს ბზარაშვილების დედა მაია ბზარაშვილი.  

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში განაცხადეს, რომ ბზარაშვილების საქმესთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. „ცხინვალში საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. ამიტომ ვერაფერს გავაკეთებთ,“ - აღნიშნა სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ერემაშვილმა.

უფლებადაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებში კი აღნიშნეს, რომ ომბუდსმენს აქვს საშულება, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამარბერგს სთხოვოს, ბზარაშვილების საქმით დაინტერესდეს. 

მცხეთის რაიონის სოფელ ძალისში მცხოვრები ძმები - 21 და 23 წლის შოთა და გიგა ბზარაშვილები და მათი ბიძა, 33 წლის ელიზბარ ბზარაშვილი ოსმა სამართალდამცავებმა, ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, 22 აგვისტოს, ახალგორთან დააკავეს. ახალგაზრდები გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მწყერზე ნადირობდნენ. მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საუბარია რუსული წარმოების MC ტიპის ნახევრად ავტომატურ იარაღზე, რომელიც ერთდროულად 5 პატრონას ისვრის. საქართველოში ამ ტიპის იარაღით ნადირობა კანონით დაშვებულია.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები