კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონფლიქტი ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის

10 ოქტომბერი, 2011

თეა თოფურია

რამდენად შესაძლებელია კონფლიქტურ ტერიტორიებზე ტურიზმის სრულფასოვნად განვითარება. ეს იყო ერთ-ერთი სასაუბრო თემა ქართველი, აფხაზი და ოსი ჟურნალისტების შეხვედრაზე, რომელიც 12-17 სექტემბერს ჩრდილოეთ კვიპროსში გაიმართა.

ხმელთაშუაზღვის კუნძულოვანი სახელმწიფო კვიპროსი, რომელიც დაახლოებით აფხაზეთის ხელაა, თურქეთის ანექსიის შედეგად ორ ნაწილად - ბერძნულ და თურქულ კვიპროსად გაიყო. კვიპროსის ბერძნული ნაწილი მოგვიანებით ევროკავშირში შევიდა. რაც შეეხება თურქულ ნაწილს - ის დღემდე, თურქეთის გარდა, არავის უღიარებია. 

არაღიარებული ტერიტორიის კვალობაზე ჩრდილოეთ კვიპროსი საკმაოდ განვითარებულია. აქ ახლა მასობრივად აშენებენ ახალ სახლებს. კვიპროსი თავიდან  ბოლომდე კურორტია და წესით, ამ ინდუსტრიით უნდა ცხოვრობდეს კიდეც, მაგრამ როგორც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტის დოქტორი ეროლ კაიმაკი ამბობს, ჩრდილოეთ კვიპროსი მაინც თურქულ დოტაციაზეა დამოკიდებული, კონფლიქტის მოგვარებას კი დღემდე საშველი არ დაადგა.

ეროლ კაიმაკის თქმით,  ჩრდილოეთ კვიპროსში ბევრი ახალი სასტუმრო აშენდა. თუმცა ამ მხრივ, ცოტა არ იყოს, უკონტროლო ვითარებაა, რადგან სათამაშო ბიზნესს მაფია აკონტროლებს.

ალესანდრე პოლიშუკი, სტუდენტი ჩრდილოეთ კვიპროსში: „სტუდენტი ვარ და დროს ძირითადად  სტუდქალაქში ვატარებ. ქალაქის ცენტრში როცა გავდივარ, ვხედავ, რომ გარემო ტურისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველია, თუმცა ეს მათ რაოდენობაზე მაინც არ აისახება. იმაზე ცოტა ტურისტი ჰყავთ, ვიდრე უნდა ჰყავდეთ. ძირითადად სამხრეთ კვიპროსში ჩადიან და შემდეგ აქეთაც გადმოდიან, რომ ბარემ ეს მხარეც ნახონ“.

კონფლიქტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხვა ტურისტულ რეგიონებზეც.  www.abkhazia.travel -ის რედაქტორი ზოია ჩაჩა ამბობს, რომ ომის შემდგომი პირველი წლები არაღიარებული აფხაზეთისთვის განსაკუთრებით ძნელი იყო, ხალხს იქ ჩასვლის ეშინოდა და ადგილობრივებიც ვერაფერს სთავაზობდნენ.

ზოია ჩაჩა: „ბოლო წლებში ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად ვითარებაც შეიცვალა. აშენდა ახალი სასტუმროები. ძველებს არემონტებენ. ასევე, არსებობს ბევრი კერძო სასტუმრო, რომლებშიც საკმაოდ კარგი მომსახურებაა“.

ზოია ჩაჩას თქმით, აფხაზეთში  უფრო მეტად ოჯახური დასვენებისთვის  ჩამოდიან, ბავშვებთან ერთად. არიან რამდენიმე დღით ჩამოსული ტურისტები და ისინიც, ვისაც ექსკურსია აინტერესებს, ძირითადად  - მთის მოყვარულები. მათი მარშრუტი ათონის გამოქვაბული, ათონის მონასტერი, ბიჭვინთა და რიწაა, ასევე - ბიჭვინთის ეკლესიაც. გარემმონტდა სოხუმის ბულვარიც.

„ტურისტებს უფრო მეტად სუფთა ჰაერი და ზღვა მოსწონთ. ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომ მათ გართობა შევთავაზოთ, კაზინოები და ასე შემდეგ. ამიტომ, ძირითადად, აქ ოჯახური დასვენებისთვის მოდიან“ - ამბობს ჩაჩა.

მისივე თქმით, დასასვენებელ ადგილებს შორის ყველაზე პოპულარული მაინც გაგრაა. გაგრაში არის რამდენიმე ახალი პანსიონი. ასევე მოაწესრიგეს ბიჭვინთის ძველი სასტუმროები. თუმცა, სრულყოფილი რემონტისთვის სახსრები არ იყო. სასტუმროების სერტიფიცირების სისტემა აფხაზეთში არ მოქმედებს, შესაბამისად, შეუძლებელია იმის გარკვევა, რამდენვარსკვლავიანია ეს სასტუმროები და კერძოდ რა მოთხოვნებს აკმაყოფილებს. რაც შეეხება ფასებს, კერძო სექტორში ერთი ნომრის ფასი 8-12 დოლარია, სასტუმროში 45-150 დოლარი.

ზოია ჩაჩა: „ამჯერად ჩვენთან საშუალო შესაძლებლობის მქონე ტურისტები ჩამოდიან. ჩვენ ვცდილობთ, უფრო მდიდარ ფენაზე გავიდეთ, მაგრამ ამისთვის დროა საჭირო. ტურიზმი რომ განვითარდეს,  ამ ინდუსტრიაში ფული უნდა ჩაიდოს. ფული ამჯერად არ არის, შესაბამისად, ვერც ვითარდება, მეორეს მხრივ, რადგან ვერ ვითარდება შემოსავალიც ნაკლებია“.

რაც შეება კადრებს, ტურიზმის მენეჯმენტი ახალი დისციპლინაა და მომსახურების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. ზოია ჩაჩა ამბობს, რომ აფხაზეთის უნივერსიტეტში სტუდენტებს ტურიზმის მენეჯმენტს ასწავლიან. თუმცა, მისივე თქმით, ლექტორები ადგილობრივები არიან და არა მოწვეული პროფესორები.

ახალი ამბები