კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატ ირინა საღინაძის შეურაცხყოფის ფაქტი განიხილა

26 ოქტომბერი, 2011

25 ოქტომბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატ ირინა საღინაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისია მოიწვია.

საქმე საღინაძის მიმართ ქსნის #15 დაწესებულების ადმინისტრაციის  თანამშრომლების მიერ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეხება.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მას მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნუგზარ თაბაგარის წამების დამადასტურებელი მტკიცებულებები ჰქონდა, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გიორგი ფარჯანაძემ, გოგა ნემსაძემ და დიმიტრი ჩხაიძემ კი მას აღნიშნული დოკუმენტი მოსთხოვეს.

როგორც საღინაძე აცხადებს, მისგან უარის მიღების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დოკუმენტები ძალის გამოყენებით წაართვეს.

ადვოკატმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც დაადასტურა, რომ საღინაძეს მარცხენა წინა მხარის არეში სისხლჩაქცევები, ესკორაციები, მარჯვენა უკანა მხარის დაჟეჟილობა აღენიშნება.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აღნიშნულ ფაქტს სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს.

„საღინაძესთან მიმართებაში სისხლის სამართლის დანაშაული მოხდა. ეს ადვოკატთა უფლებების უხეში დარღვევაა. ქალბატონი ირინა ადვოკატებზე ზეწოლის ერთ-ერთი მაგალითია. ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართავთ და ამ ფაქტის შესახებ ვაცნობებთ“, - განაცხადა ხატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირინა საღინაძის დაცვის ქვეშ მყოფი პირის ნუგზარ თაბაგარის ცემისა და წამების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

„20 ოქტომბერს მოწმის სახით დაიკითხა მსჯავრდებული, თუმცა თავი შეიკავა ჩვენებისგან და ითხოვა უსაფრთხოების გარანტიები, ვინაიდან მის მიმართ ადმინისტრაციის მხრიდან დღემდე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას აქვს ადგილი“,- აცხადებს ადვოკატი საღინაძე.

როგორც ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ, ადვოკატზე განხორცელებული ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს უკვე მიმართეს. უახლოეს დღეებში კი ინფორმაცია ევროპის ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიას გადაეგზავნება, რომელმაც  ერთი კვირის წინ დასკვნა დადო, რომ საქართველოში  ადვოკატები შიშის ქვეშ მოქმედებენ.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები