კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკოლის დირექტორმა პედაგოგი გაათავისუფლა და მის ადგილზე თავისი ძმისშვილი დანიშნა

28 ოქტომბერი, 2011

სიღნაღის რაიონის სოფელ ხირსის საჯარო სკოლის დირექტორმა მაყვალა ღვედაშვილმა, სკოლიდან პედაგოგი გაათავისუფლა და მის ადგილზე თავისი ძმისშვილი მიიღო. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს გათავისუფლებულმა პედაგოგმა ლალი გონაშვილმა აცნობა.

„სკოლაში ფიზიკისა და სახვითი ხელოვნების საათები მქონდა. დირექტორმა გათავისუფლების ბრძანება 1 სექტემბერს გადმომცა, ჩემს ადგილზე კი თავისი ძმისშვილი, დაწყებითი საფეხურის პედაგოგი მიიღო. გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული არ არის, რის საფუძველზე გამათავისუფლეს. დირექტორმა მხოლოდ სიტყვიერად მითხრა, რომ საგნის სპეციალისტი არ ხარო. მე ვითარებაში გასარკვევად რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს თემურ ბალარჯიშვილს მივმართე, რომელმაც მითხრა, რომ  გათავისუფლების ბრძანებაში მიზეზი აღარ იწერება, თან დაწყებითი საფეხურის პედაგოგს უფრო ეკუთვნის სახვითი ხელოვნების საათები, ვიდრე თქვენო. მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, დირექტორის ძმისშვილს კი კერძო სასწავლებელი“, - აღნიშნა გათავისუფლებულმა პედაგოგმა ლალი გონაშვილმა.

ძმისშვილის სკოლაში დასაქმება სკოლის დირექტორმა მაყვალა ღვედაშვილმაც დაადასტურა. „სახვითი ხელოვნების საათები ჩემს ძმისშვილს მართლაც მივეცი, რადგან დაწყებითი საფეხურის პედაგოგია და მას უფრო ეკუთვნოდა. ახლა სხვა დროა და ყველა საგანს სპეციალისტები ასწავლიან. ლალი გონაშვილი ქიმიის სპეციალისტია და ამიტომ გათავისუფლებას ექვემდებარებოდა. დირექტორი სკოლაში ვის დაასაქმებს ეგ ლალი გონაშვილის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, გადაწყვეტილებას მე ვიღებ“, - აღნიშნა მაყვალა ღვედაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები