კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკანა ფშავში გლეხებს საძოვრები ჩამოართვეს

28 ოქტომბერი, 2011

უკანა ფშავის სოფლებში გლეხებს საიჯარო თანხის გადაუხდელობის გამო ხელშეკრულებები გაუუქმეს და საძოვრები ჩამოართვეს.

როგორც გლეხებმა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, თანხის გადახდა მას შემდეგ ვეღარ შეძლეს, რაც გასულ წელს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ერთი ჰექტარი საძოვარის საიჯარო ფასი 10 ლარით განსაზღვრა, რითაც ხელშეკრულებაში თავდაპირველად მითითებული გადასახადი, 1 ჰექტარზე 1 ლარი, გაათმაგდა.

„საძოვრები იჯარით 1997 წლიდან გვქონდა აღებული. თავდაპირველად ერთ ჰექტარ ერთ ლარს ვიხდიდით. დროთა განმავლობაში იჯარის ფასმა მოიმატა და 2010 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, ერთი ჰექტარი საძოვრის საიჯარო ფასი 10 ლარი გახდა. ვინ გადაიხდიდა ამხელა თანხას, მთები გვქონდა იჯარით აღებული. მე პირადად 300 ჰექტარი საძოვარი მქონდა იჯარით აღებული და წელიწადში 3000 ათასი ლარი უნდა გადამეხადა? ვერ შევძელი“, - აღნიშნა სოფელ ვაკის მკვიდრმა ვახტანგ ცოკილაურმა.

„რა აქვთ ჩაფიქრებული, არ ვიცით. ვიყავით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და გვითხრეს, რომ ჯერ მთავრობას არ გადაუწყვეტია რის გაკეთებას აპირებენ. მთაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფშავ - ხევსურეთის მთები მინისტრებმა იყიდესო. აქაურები თავს მესაქონლეობით ვირჩენთ.  შემოსავლის ერთადერთ წყაროს გვისპობენ და რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი მიწიდან რუსი აგვასახლებს თუ ქართველი? ან საერთოდ რა ლოგიკაა, ფშაველს მიწებს იჯარით რომ აძლევენ და ახლა უკვე ამის უფლებაც აღარ აქვთ ?“ - აღნიშნეს გლეხებმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსის დავით კობერიძის განმარტებით, 2011 წლის პირველ მაისიდან საძოვრების იჯარით გაცემა აღარ ხდება.

„2005 წლამდე ვისაც ქონდა იჯარით აღებული საძოვრები, მათ 2011 წლის პირველ მაისამდე უნდა მოემართათ ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსთვის და უნდა შეესყიდათ. ამიერიდან, როგორც ასეთი იჯარით საძოვრები აღარ გაიცემა “, - განაცხადა კობერიძემ.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები