კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გელა ჯაფარიძე: „ქართველების გახშირებული გამოძევება თურქეთის პოლიტიკის შეცვლას არ უკავშირდება“

1 ნოემბერი, 2011

თურქეთიდან ქართველების გახშირებული გამოძევება საქართველოს მიმართ ოფიციალური ანკარის პოლიტიკის შეცვლას არ უკავშირდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ვიცე-კონსულმა გელა ჯაფარიძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, თურქეთის სამართალდამცავი უწყების მიერ ოქტომბრის ბოლოს ჩატარებული რეიდის შედეგად, ქართველებთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც დააკავეს.

„არანაირი პოლიტიკა არ შეცვლილა. უბრალოდ, ოქტომბრის ბოლოს ანკარის სამართალდამცავმა უწყებამ იმ პირებისა და კომპანიების მიმართ, რომლებიც უცხოელებს არალეგალურად ასაქმებდნენ, მასშტაბური სპეცოპერაცია განახორციელა და ჩვენი მოქალაქეების დაკავებაც მის ფარგლებში მოხდა. აქ არ არის მხოლოდ ქართველების აყვანასა და დეპორტაციაზე ლაპარაკი. სხვა ქვეყნების არალეგალი მოქალაქეებიც დააკავეს. მასშტაბური ოპერაციის დროს აქცენტი დამსაქმებლებზე იყო გაკეთებული და არა არალეგალებზე. ამიტომაც დაახლოებით 40-მდე კომპანიისა და პირის წინააღმდეგ, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არალეგალურად ასაქმებდნენ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თავად არალეგალები კი უბრალოდ, დეპორტაციას დაექვემდებარნენ“, - განაცხადა გელა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, გასულ კვირას დაკავებული არალეგალი ქართველებიდან, ამ დროისთვის სამშობლოში სამი მოქალაქის გარდა, ყველა დაბრუნებულია.

„27 ოქტომბერს საქართველოში 80 მოქალაქე დაბრუნდა, მეორე დღეს - 65. 31 ოქტომბერს, საღამოს კი სამშობლოში კიდევ 25 პირი გამოემგზავრა, რომლებმაც, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, საქართველოს საზღვარი უკვე გადმოკვეთეს. საელჩოს თხოვნით, თურქულმა მხარემ ოპერატიულად დაასრულა დეპორტაციისთვის საჭირო ყველა პროცესი, მათ შორის პირადი ნივთების შეგროვების. ამ დროისთვის თურქეთში მხოლოდ სამი ქართველი რჩება, მათგან ორი ქალბატონი გამოძიებისა და მათი ინტერესებიდან გამომდინარე სამშობლოში მოგვიანებით გამოემგზავრება, რადგან შესაძლებელია მათ ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭოთ, ხოლო მესამე ქალბატონი, როგორც აღმოჩნდა თურქეთის მოქალაქესთან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება და შესაბამისად, ის ქვეყნიდან დეპორტაციას არ დაექვემდებარა“, - აღნიშნა ვიცე-კონსულმა.

ანკარის ჟანდარმერიამ მასშტაბური რეიდის ჩატარება 24 ოქტომბერს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 100-ზე მეტი არალეგალი ქართველი დააკავეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები