კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საია პატიმრობის შესახებ კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკულ შენიშვნებს გამოთქვამს

2 ნოემბერი, 2011

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პატიმრობის შესახებ კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკულ შენიშვნებს გამოთქვამს. 

როგორც საია-ში აცხადებენ, კანონპროექტი სატელეფონო საუბრების, ვიდეოპაემნების და პაემნების რაოდენობის გაზრდას, როგორც პატიმრის წახალისების ფორმას ითვალისწინებს, თუმცა ასევე მოიცავს მთელ რიგ შემზღუდავ ცვლილებებსა და დამატებებს.

„მაგალითად, კანონპროექტის მე-9 მუხლის თანახმად, დისციპლინური სახდელების ჩამონათვალს ახალი სახეები ემატება. კერძოდ, სატელეფონო საუბრის შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით, პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღების და გაგზავნის უფლების შეზღუდვა ასევე არაუმეტეს 3 თვის ვადით, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით, ფულადი გზავნილის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით, რაც დისციპლინური სახდელის არაგონივრულ სახეს წარმოადგენს",- მიიჩენევენ საია-ში.

ახალგაზრდა იურისტების აზრით, "საპატიმრო დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის მაღალი რისკის პირობებში პატიმრის დაცვის ერთ-ერთ გარანტად სწორედ სატელეფონო საუბარი და კორესპონდენციებზე ხელმისაწვდომობაა წარმოდგენილი".

"სახდელის სახით მათი შეზღუდვა პატიმრის სრულ იზოლაციაში მოქცევას და თავად ადვოკატთან ურთიერთობის აკრძალვასაც კი გამოიწვევს, რაც საქართველოს მიმართ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 2010 წლის რეკომენდაციას პირდაპირ ეწინააღმდეგება" - განმარტავენ საია-ში.

ახალგაზრდა იურისტების შეფასებით, „კანონპროექტის მეორე მნიშვნელოვანი სიახლეა დისციპლინური სახდელის მოქმედების, როგორც ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებისათვის დაწესებული წინაპირობის გაუქმება“.

„აღნიშნული წინაპირობის მოხსნა საშუალებას იძლევა, ნებისმიერი სახის დისციპლინური გადაცდომისას ადმინისტრაციული პატიმრობა იქნეს გამოყენებული. მაგალითად, ერთ-ერთი დისციპლინური დარღვევის სახეა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რომლის ჩადენის შემთხვევაში, ახალი ნორმით, შესაძლებელი ხდება, პატიმარს ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღე-ღამის ვადით მიესაჯოს. შესაბამისად, ყველაზე მკაცრი ღონისძიების გამოყენების სტანდარტი არაგონივრულად დაბლა იწევს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია ხაზს უსვამს, რომ „დასჯის სიმკაცრე დარღვევის პროპორციული უნდა იყოს“. გარდა ამისა, იგი განსაზღვრავს, რომ „პირის სამარტოო მოთავსება, როგორც დასჯის ღონისძიება, შეიძლება, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და კონკრეტული პერიოდით იქნეს გამოყენებული და რაც შეიძლება, მოკლე ვადით“. ადმინისტრაციული პატიმრობა პირის სამარტოო მოთავსებაა, რომელიც მისი გამოყენების წინაპირობის მოხსნის პირობებში საკანონმდებლო დონეზეც კი გამორიცხავს მის მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და რაც შეიძლება, მოკლე პერიოდით გამოყენებას. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილება ეწინააღმდეგება ხსენებულ რეკომენდაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას არაპროპორციულ სანქციად აქცევს“,- განმარტავენ საია-ში და დასძენენ: „საქართველოს პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები და კანონპროექტი უფრო მეტად დახვეწოს“.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები