კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართუ ბანკში“ სოლიდარობის ნიშნად ანაბარი რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გახსნა

3 ნოემბერი, 2011

3 ნოემბერს თბილისში ,ჭავჭავაძის გამზირზე, ბანკ „ქართუსთან“ დილიდანვე უამრავი მოქალაქე შეიკრება. შუადღისთვის იქ ათასამდე ადამიანი იყო მისული, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად ბაკ „ქართუში“ ანგარიშებს ხსნიდნენ.

ხალხის სიმრავლის გამო, შენობა გადატვირთული იყო და მოქალაქეები ანგარიშისთვის საჭირო განაცხადებს ქუჩაშიც ავსებდნენ.

ბანკთან თავი მოიყარეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, სამსახურიდან გათავისუფლებულმა ადამიანებმა. აქციას შეუერთდა ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელი დავით აქუბარდია.

არასამთავრობო ორგანიზაცების წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს უსამართლოდ ექცევა და მის ბანკში ანგარიშის გახსნით სოლიდარობას გამოხატავენ.

სოლიდარობის აქცია რამდენიმე დღის წინ პოეტ დავით მაღრაძის ინციატივით დაიწყო.

„ჩვენი ვალია დავამტკიცოთ, რომ ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ არსებობს“, - აღნიშნა მაღრაძემ 31 ოქტომბერს, როცა ბანკ „ქართუში“ ანგარიში გახსნა და ამით პირველი გამოეხმაურა ასევე ბანკ „ქართუში“ სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ანგარიშების გაუქმების პროცესს. პოეტს მიაჩნია, რომ ეს არ არის ამ ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების გადაწყვეტილება და გადაწყვეტილებას ორგანიზაციების აღმასრულებელი პირები იღებენ.

„ამ ადამიანებს საშუალება რომ მიეცეთ, დარწმუნებული ვარ, ბანკ „ქართუში“ რიგი დადგება. ყველა ჩემსავით აქ მოვა და საკუთარ თანამშრომლობას ამ ბანკთან გააგრძელებს“, - აღნიშნა მაღრაძემ.

დავით მაღრაძეს არ დაუკონკრეტებია, რა ოდენობის თანხა შეიტანა ლარში გახსნილ საკუთარ ანგარიშზე.

პალიტრა.ტვ

ვიდეო

 

ახალი ამბები