პარლამენტის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას კენჭისყრის გაყალბების ფაქტები, ახალი არ არის.
„სხვისი პულტების გამოყენება“, პარლამენტის ჩვეული და გადაუჭრელი პრობლემაა. თუმცა, ასეთ შემთხვევაში სხვა დეპუტატის პულტს დეპუტატი თითს მაშინ აჭერს, როცა მისი კოლეგა დარბაზში არ იმყოფება, ან სხდომას არასაპატიო მიზეზით აცდენს, ან კიდევ დარბაზში დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა არ არის და სხვისი პულტის გამოყენება საკითხის გატანის ერთადერთი საშუალებაა.
ამ ტრადიციული პრობლემების გარდა, „პალიტრა ტვ“-მ აღმოაჩინა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი დარბაზში კი ზის, მაგრამ პულტს თვითონ თითს არ აჭერს და ამ ფუნქციას მის გვერდით მჯდომი გიორგი იმნაძე ასრულებს.
თავად ცისკარიშვილი ამბობს, რომ მის მაგივრად ხმას ხანდახან აძლევენ და იქვე დასძენს, რომ ასე, „ოკულტური ქვების რჩევით“ იქცევა.
ვიდეო
პალიტრა.ტვ