17:56, Monday, 18.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ნაფიც მსაჯულთა პირველმა სასამართლომ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანა

18.11.2011
თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, 17 ნოემბერს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამ ინსტიტუტის ამოქმედების შემდეგ განხილულ სისხლის სამართლის პირველ საქმეზე გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანა.

თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა ბრალდებული რევაზ დემეტრაშვილი დამნაშავედ ცნო 1994 წელს მინასიანების ოჯახის სამი წევრის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის დახმარებაში. აღნიშნული საქმე სამართალდამცავებმა გახსნილად დაახლოებით ორი თვის წინ გამოაცხადეს.

ამ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე დაყრდნობით განაჩენს მოსამართლე გამოიტანს.

საქმის არსებითი განხილვის პროცესში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ჩატარდა 6 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდებული და 13 მოწმე. ასევე, მხარეებმა გამოიკვლიეს საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები - იტყობინება თბილისის საქალაქო სასამართლო, რომელიც ვერდიქტს „ისტორიული მნიშვნელობის ფაქტს“ უწოდებს.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება 2009 წელს მიღებული ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არის გათვალისწინებული. თუმცა, პირველ ეტაპზე, კერძოდ კი 2012 წლის 1 ოქტომბრამდე იგი მხოლოდ თბილისში და მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულთა (სსკ–ის 109 მუხლი) სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში იმოქმედებს.

შემდგომში კანონით გათვალისწინებულია მისი როგორც გეოგრაფიული არეალის, ისე სისხლის სამართლის რიგ სხვა მუხლებზეც გავრცელება. კერძოდ, 2012 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე თბილისში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს სსკ–ის 111-ე (განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში) და 137-ე (გაუპატიურება) მუხლებით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის საქმეებს; ამავე პერიოდში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამოქმედდება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც განიხილავს მხოლოდ სსკ–ის 109–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებს.

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სასამართლოში გამოძახების შემთხვევაში, მოქალაქე ვალდებულია, ნაფიც მსაჯულობაზე თანხმობა განაცხადოს. ნაფიცი მსაჯულობა შეუთავსებელია განსაზღვრული კატეგორიის მოქალაქეებისთვის, მათ შორის სახელმწიფო–პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, სამართალდამცავი სტრუქტურების, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის, იურისტებისთვის, ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრებისთვის.

სივილ ჯორჯია

ორიგინალი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC