15:16, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლო რონი ფუქსის წინააღმდეგ ქართული მხარის საჩივრის განხილვას იწყებს

29.11.2011
ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლო ხვალიდან ქართული მხარის მიერ დაპატიმრებული ებრაელი ბიზნესმენის რონი ფუქსის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განხილვას იწყებს. როგორც „პირველს“ ფუქსის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, პროცესები 30 ოქტომბრიდან 9 დეკემბრამდე გასტანს.

„სასამართლო მხოლოდ ერთ საკითხზე იმსჯელებს. კერძოდ, ქართული მხარე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს, რითაც მას ფუქსის სასამარგებლოდ 100 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. მათი საჩივარი „საქნავთობის“ ყოფილი პრეზიდენტის რევაზ თევზაძის ჩვენებას ემყარება. უკვე პენსიონერი თევზაძე ამტკიცებს, რომ 1992 წელს მასსა და ფუქსს შორის კომპანია „ტრამექსისთვის“ საქართველოში ნავთობისა და გაზის ექსკლუზიური წარმოების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით კორუფციული გარიგება შედგა და მან ქრთამის სახით 25 ათასი დოლარი აიღო, მოგვიანებით კი, კერძოდ, 2004 წელს იგივე საქმესთან დაკავშირებით - 10 000 დოლარი. სასამართლო სწორედ აღნიშნულ ჩვენებას განიხილავს და ახალ გარემოებებზე იმსჯელებს“, - განუცხადა „პირველს“ კბილაშვილმა და იქვე დასძინა, რომ თავად ფუქსი სასამართლო პროცესს მუდმივი ვიდეოკომუნიკაციის რეჟიმში ციხიდან მიადევნებს თვალს.

ცნობისთვის, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, ქართული პენიტენციური სისტემის ისტორიაში პირველად, პატიმარ ბიზნესმენს ქსნის #15 დაწესებულებაში საკუთარი კეთილმოწყობილი კაბინეტი გამოეყო, რომელიც მის სარგებლობაში ყოველდღიურად 09:00- დან 21:00 სთ-მდე იქნება. კაბინეტი ინტერნეტითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით არის უზრუნველყოფილი.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა ებრაელი ბიზნესმენები ქრთამის შეთავაზების ფაქტზე გასულ წელს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბიზნესმენები ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ავთანდილ ხარაიძეს 7 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ იმაში, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაერწმუნებინა, არ გაესაჩივრებინათ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მხარისათვის ფუქსისა და ფრენკელის კუთვნილი კომპანია „ტრამექსის“ სასარგებლოდ 100 მილიონი დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე. თავის მხრივ, ხარაიძემ აღნიშნული შეთავაზების შესახებ პროკურატურა საქმის კურსში ჩააყენა, რის შემდეგაც ებრაელი ბიზნესმენების დაკავების ოპერაცია დაიგეგმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რონი ფუქსს თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა, ზეევ ფრენკელს კი - 6 წლითა და 6 თვით. გარდა ამისა, მოსამართლე ფუხაშვილმა ფუქსს საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ 500 000 ლარის გადახდა დააკისრა, ფრენკელს კი - 100 000 ლარის. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. საქმე ამ დროისთვის უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული. პარალელურად მზადდება სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვისაც.

აღსანიშნავია, რომ ფუქსი და მასთან ერთად დაკავებული ბიზნესმენი ზეევ ფრენკელი ბრალს ამ დრომდე არ აღიარებენ. დაახლოებით ერთი თვის წინ კი მათზე ციხეში ზეწოლა განხორციელდა, რის შედეგადაც ზეევ ფრენკელმა ინფარქტი მიიღო.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC