კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთის დუმის არჩევნები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც ჩატარდა

6 დეკემბერი, 2011

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციამ 2011 წლის 4 დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები ჩაატარა.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გახსნა 12 ე.წ. „საარჩევნო უბანი“, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელთაც უკანონოდ ჩატარებული პასპორტიზაციის შედეგად რუსული პასპორტები დაურიგდათ და  რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მოსამსახურეებმაც. ამ ქმედებით რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატური შეფასება მისცეს აღნიშნულ დარღვევას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები კვირას 4 დეკემბერს გაიმართა. საარჩევნო უბნები ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთშიც იყო გახსნილი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები