მოძრაობა „7 ნოემბრის“ მტკიცებით, მისი ერთ-ერთი აქტივისტი ვალერიან ხვედელიძე 8 დეკემბერს გვიან ღამით სასტიკად ცემეს.
როგორც „პირველს“ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბერაიამ განუცხადა, ხვედელიძე ოთხმა უცნობმა პირმა ავტობუსიდან ნაძალადევის სკვერთან ჩამოიყვანა და სასტიკად გაუსწორდა.
მისივე ვარაურით, აღნიშნული პირები ძალოვანი უწყების წარმომადგენლები იყვნენ, ხოლო ცემის მიზეზი - ხვედელიძის პოლიტიკური შეხედულებები.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პოლიტიკური რეპრესიები შეწყვიტოს“, - განუცხადა „პირველს“ ბერაიამ.
საინფორმაციო სააგენტო „პირველი“