კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ცაგარეიშვილმა ოთხი პარტიის დაფინანსების შესახებ მთავარი პროკურატურისგან მიღებული ინფორმაცია გაავრცელა

23 დეკემბერი, 2011

გიორგი ცაგარეიშვილის 20 დეკემბრის სადეპუტატო კითხვასთან დაკავშირებით, შესაბამისი ინფორმაცია პარლამენტს მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ მიაწოდა.

აღნიშნულ ინფორმაციაში ჩამოთვლილია, რა დაფინანსება მიიღეს მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში ბიძინა ივანიშვილის გუნდში შემავალმა პარტიებმა.

ჟურნალისტებს აღნიშნული ჩამონათვალი თავად გიორგი ცაგარეიშვილმა გააცნო. „ინტერპრესნიუსი“ ჩამონათვალს უცვლელად გთავაზობთ:

პოლიტიკური გაერთიანება „ხალხის პარტიას“ დაფინანსება მიღებული აქვს შემდეგი კომპანიებიდან: სს „ბანკი ქართუ“ – 100 000 ლარი; შპს „ფინსერვის-21“ – 100 000 ლარი; შპს „ფინსერვისი“ – 100 000 ლარი; შპს „ელიტა ბურჯი“ – 100 000 ლარი, შპს „ქართუ ჯგუფი“ – 100 000 ლარი; შსპ „ქართუ მენეჯმენტი“ – 100 000 ლარი; შპს „ინტერკონსალტინგი პლუსი“ - 100 000 ლარი; შპს „კალა კაპიტალი“ – 100 000 ლარი, შპს „კოლხეთი“ – 100 000 ლარი;

„კონსერვატიული პარტია“: შპს „კომპლექს-სერვისი“ – 100 000 ლარი; სს ბანკი „ქართუ“ – 100 000 ლარი; შპს „ბურჯი“ - 100 000 ლარი; სს „ქართუ ჯგუფი“ - 100 000 ლარი; შპს „ფინსერვისი“ - 100 000 ლარი; შპს „ინტერკონსალტინგი პლუსი“ - 100 000 ლარი; შპს „ქართუ მენეჯმენტი“ - 100 000 ლარი; შპს „ელიტა ბურჯი“ - 100 000 ლარი; შპს „ფინსერვის-21“ - 100 000 ლარი; შპს „კოლხეთი“ - 100 000 ლარი; შპს „კალა კაპიტალი“ - 100 000 ლარი. „კონსერვატიულმა პარტიამ“ აღნიშნული დაფინანსება მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღო.

საქართველოს რესპუბლიკურ პარტიასთან დაკავშირებით, ჩამონათვალი ასეთია: მათ მიმდინარე წლის ნოემბერში მიიღეს – სს „ბანკი ქართუდან“ - 100 000 ლარი; შპს „ბურჯი“ - 100 000 ლარი; შპს „კომპლექსერვისი“ – 100 000 ლარი; სს „ქართუ ჯგუფი“ - 100 000 ლარი; შპს „ბურჯი“ 100 000 ლარი; შპს „ფინსერვისი“ - 100 000 ლარი; შპს „ინტერკონსტალტინგი პლუსი“ - 100 000 ლარი; შპს „ელიტა ბურჯი“ - 100 000 ლარი; შპს „ქართუ მენეჯმენტი“ - 100 000 ლარი, შპს „ქართული ჰოლდინგი“ - 100 000 ლარი. რაც შეეხება „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ დეკემბერში მიღებულ დაფინანსებას; მათ მიმდინარე წლის დეკემბრში შპს „კალა კაპიტალისგან“ და შპს „კოლხეთისგან“ 100 000-100 000 ლარი მიიღეს.

პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი დემოკრატების“ დაფინანსება კი ასეთია: 100-100 000 ლარი მიიღეს ბანკი „ქართუსგან“; სს „ქართუ ჯგუფისგან“; შპს „ფინსერვისისგან“; შპს „ინტერკონსტალტინგი პლუსისგან“; შპს „ელიტა ბურჯისგან“; შპს „ქართული მენეჯმენტისგან“; შპს „ქართული ჰოლდინგისგან“, ხოლო დეკემბერში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ 100 000-100 000 ლარი შპს „კალა კაპიტალის“ და შპს „კოლხეთისგან“ მიიღეს.

სამართალდამცველებს გიორგი ცაგარეიშვილის სადეპუტატო მიმართვა მას შემდეგ გადაეგზავნათ, რაც დეპუტატმა გია თიორთლაძემ ბიძინა ივანიშვილის გუნდში შემავალი პარტიები რუსული ფულის მიღებაში დაადანაშაულა.

გიორგი ცაგარეიშვილმა მოითხოვა, სამართალდამცავებს გამოეძიებინათ, კონკრეტულად რა თანხებით ფინანსდებიან აღნიშნული პარტიები. პროკურატურისგან პასუხის მიღება პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემაც დაადასტურა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები