კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალისთვის ქორწინებამდე სექსუალურ ურთიერთობას გამართლებულად გამოკითხულთა 1% მიიჩნევს

17 იანვარი, 2012

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის 2011 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, ქორწინებამდე სექსუალურ ურთიერთობას გამართლებულად მამაკაცისთვის გამოკითხულთა 25%, ხოლო ქალისთვის 1% მიიჩნევს. ქალისთვის ქორწინების გარეშე შვილის გაჩენას კი მხოლოდ 6% ამართლებს.

ამავე კვლევის თანახმად, დანაშაულის თვითმხილველობის შემთხვევაში, საკუთარი ნებით პოლიციისთვის ჩვენების მიცემას გამართლებულად გამოკითხულთა 31% მიიჩნევს; გადასახადების დამალვას, ქრთამის აღებას და მთავრობისგან კუთვნილი დახმარების მოთხოვნას გამართლებულად გამოკითხულთა 2%-2% მიიჩნევს; კანონიერ ქურდთან საქმის გარჩევას, მოპარული ნივთის შეძენას, ქრთამის მიცემას და ჰომოსექსუალობას კვლევაში მონაწილეთა 1%-1% ამართლებს.

ცნობისთვის, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის - კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ 16 იანვარს გაიმართა.

ანგარიში 2009 და 2011 წლებში ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა. მასში წარმოდგენილია ქართული საზოგადოების განწყობა ევროკავშირის მიმართ. 2009 წლის 26 ივლისიდან 7 აგვისტომდე 1683 რესპონდენტი გამოიკითხა, ხოლო 2011 წლის 7-დან 18 ივლისამდე - 1818.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები