კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშის პრეზენტაცია

7 თებერვალი, 2012

3 თებერვალს სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა პრეზენტაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშისა, სახელწოდებით - „2011 წელს საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგი“.

პრეზენტაციას დაესწრნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი არასამთავრობოების წარმომადგენლები, უფლებადამცავები, ასევე სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.

პრეზენტაციამდე ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა, უჩა ნანუაშვილმა „პალიტრა ტვ“-ის განუცხადა, რომ მათ 2011 წელს 75 მშვიდობიანი აქციის მონიტორინგი განახორციელეს და დადგინდა, რომ ძირითად შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დარღვევას და პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას. ნანუაშვილის თქმით, პრობლემებია როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში.

სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, 2011 წელს ადგილი ჰქონდა მცდელობებს, რომ კანონმდებლობა გამოსწორებულიყო, თუმცა, კანონები კვლავ საჭიროებს დახვეწას. მისი თქმით, 2009 წელს კანონმდებლობის გაუარესების კუთხით სერიოზული პრობლემები დაფიქსირდა. მისი თქმით, კანონმდებლობა არ არის ისეთი პრობლემატური, როგორიც პრაქტიკა.

Human Rights Watch-ის წარმომადგენელი გიორგი გოგია ამბობს, რომ აქციებზე ძირითადად ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო. მათ ჩაატარეს ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა მონიტორინგი და აღმოჩნდა, რომ მათი უფლებების დაცვა არ არის გარანტირებული და მათი უფლებები ირღვევა.

ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა, მხარდაჭერილია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ და ასახავს 2011 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისამდე ჩატარებული აქციების მონიტორინგს.

ვიდეო

 

პალიტრა.ტვ

ახალი ამბები