7 თებერვალს ადამიანის უფლებათა ცენტრს ქალთა კოლონიიდან დაუკავშირდა პატიმარი თამარ ტალიკაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მეათე დღეა, უვადოდ შიმშილობს. იგი სახალხო დამცველთან და პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან შეხვედრას მოითხოვს.
პატიმრის თქმით, იმისათვის, რომ დეპუტატი პატიმარს შეხვდეს, მას ამის ნებართვა პარლამენტის სპიკერმა, დავით ბაქრაძემ უნდა მისცეს. პატიმარი მოითხოვს, დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს დართონ მასთან შეხვედრის უფლება.
თამარ ტალიკაძეს 30-წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და სასჯელს ქალთა კოლონიაში იხდის.
Humanrights.ge