კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილი: საქართველო „საბრძოლო მანქანას“ აწარმოებს

21 თებერვალი, 2012

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 20 თებერვალს, რომ მიმდინარე კვირას პირველი ქართული წარმოების „საბრძოლო ტექნიკის“ გამოცდა განხორციელდება.

სააკაშვილმა ეს განცხადება ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაშივიზიტის დროს ჯარისკაცების წინაშე გამოსვლისას გააკეთა.

მან „საბრძოლო მანქანის“ დეტალებზე არ ისაუბრა და მხოლოდ მისი სახელი „ლაზიკა“ ახსენა; იგივე სახელი ერქმევა ქალაქს, რომლის აშენებაც შავი ზღვის სანაპიროზე იგეგმება და რომლის შესახებაც სააკაშვილმა პირველად დეკემბერში განაცხადა.

„თქვენ იცით,  რომ ჩვენ გამოვუშვით ჯავშანტრანსპორტიორები „დიდგორი“; ჩვენ ვუშვებთ ავტომატებს, ჩვენ ვუშვებთ სხვა ტექნიკას – ეს ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მსოფლიოში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ქართული წარმოების ორი ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი, „დიდგორი“, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან არსებულმა კვლევითმა ცენტრმა „დელტამ“ შეიმუშავა, პირველად 2011 წლის 26 მაისის სამხედრო აღლუმზე იქნა წარმოდგენილი – დიდგორი 1“  Minigun-ის ტიპის ტყვიამფრქვევით და დიდგორი 2“ – 12.7 კალიბრიანი ტყვიამფრქვევით.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გივი თარგამაძემ განაცხადა თებერვლის დასაწყისში, რომ საქართველო უპილოტო საფრენი აპარატის წარმოებაზე მუშაობს; ამ თემაზე დეტალები უცნობია.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა 20 თებერვალს, რომ ხელისუფლებამ „ბევრი გააკეთა, თუნდაც ბოლო წლებში, შეიარაღებული ძალების აღჭურვისთვის“ ყოველგვარი ხმაურის და ტრაბახის გარეშე.

მან ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც სარეზევრო სამსახურის გავლის სურვილი აქვთ, ოთხჯერ გაიზარდა და გაზაფხულის ბოლოს საქართველოს 100 000–ზე მეტი გაწვრთნილი რეზერვისტი ეყოლება.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი სიამაყით აივსო, როდესაც თებერვლის დასაწყისში ანაპოლისში აშშ–ის საზღვაო აკადემიას ესტუმრა და ოთხ ქართველ ოფიცერს შეხვდა, რომლებიც „საზღვაო ქვეითებად ემზადებიან – იმ შენაერთებად, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება ჩვენ შეიარაღებულ ძალებში“.

სივილ ჯორჯია

ორიგინალი

 

ახალი ამბები