02:42, Friday, 18.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ევროკავშირი არჩევნების წინა პერიოდს „ყურადღებით დააკვირდება“

28.02.2012
27 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი „აღიარებს“ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, მიესალმება რეფორმებისკენ მიმართულ ძალისხმევას, „ხაზს უსვამს“ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების „უაღრესად დიდ მნიშვნელობას“ და აცხადებს, რომ ქვეყანაში არჩევნების წინ მიმდინარე მოვლენებს „ყურადღებით დააკვირდება“.

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში, სადაც მთავარი ადგილი სირიაში მიმდინარე მოვლენებს ეთმობოდა, ერთ-ერთი საკითხი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არსებული ვითარებაც იყო.

სამხრეთ კავკასიაზე მიღებულ განცხადებაში, საგარეო საქმეთა მინისტრები აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და სომხეთთან ევროკავშირის ურთიერთობებში არსებულ „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიესალმებიან.

„[ევროკავშირთან] თანამშრომლობის ინტენსივობის განმსაზღვრელი იქნება რეფორმათა ტემპი და ის პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც უფრო მეტად ჩაებმებიან რეფორმათა პროცესში, უფრო მეტ სარგებელსაც მიიღებენ ევროკავშირთან უერთიერთობებით“, – განაცხადეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებაში ევროკავშირი მიესალმება ასოცირებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში არსებულ „პროგრესს“, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

„ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს დარგობრივი რეფორმები და ვაჭრობასთან დაკავშირებულ მარეგულირებელ სფეროში [ევროკავშირთან] დაახლოების პროცესი, ასევე იმ მიღწევების საფუძველზე წინსვლა, რომელსაც DCFTA-სთვის მზადების პროცესში ქონდა ადგილი“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების განცხადებაში.

ევროკავშირმა დაადასტურა მზადყოფნა „გადადგას თანდათანობითი ნაბიჯები, მათ შორის ორ-ფაზიანი სავიზო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც უვიზო რეჟიმის შექმნისკენ იქნება მიმართული კარგად მართულ და უსაფრთხო გარემოში, შესაბამის დროს“.

„ამ პირობების გათვალისწინებით, ევროკავშირი ერთგული რჩება უვიზო მიმოსვლის დამყარების თაობაზე არსებული ჩვენი საერთო მიზნის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი „აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და არჩევანს, ასევე მის ერთგულებას ააშენოს მდგრადი და სიღრმისეული დემოკრატია“.

„ევროკავშირი მიესალმება საქართველოს ძალისხმევას მოახდინოს საზოგადოების რეფორმირება და მოდერნიზაცია, ასევე ებრძოლოს კორუფციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ევროკავშირი ხაზს უსვამს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული, დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების უაღრესად დიდ მნიშვნელობას და ყურადღებით დააკვირდება საქართველოში არჩევნების წინ განვითარებულ მოვლენებს“, – აღნიშნავენ მინისტრები.

„ევროკავშირი ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის აუცილებლობას, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც საშუალებას მისცემს ჭეშმარიტად პლურალისტური პოლიტიკური გარემოს შექმნას, შეკრების თავისუფლებას და მედიისადმი თანაბარ ხელმისაწვდომობას, ასევე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შემდგომ გაძლიერებას“, – აცხადებენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები.

სივილ ჯორჯია

ორიგინალი
 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC