17:18, Tuesday, 15.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„თავისუფალი დემოკრატები“ ოზურგეთში ისტორიული მემკვიდრეობის უგულვებელყოფაზე საუბრობენ

02.03.2012
„თავისუფალი დემოკრატების“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას ისტორიული მემკვიდრეობის უგულვებელყოფაში ადანაშაულებს.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თემურ სალუქვაძემ, 2 მარტს ოზურგეთში გამართულ პრესკონფერენიაზე განაცხადა, ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე, იუსტიციის სახლის მშენებლობისას, აღმოჩენილ იქნა ძველი ისტორიული ნანგრევების ნაშთები, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

მისივე თქმით, მათ მოსახლეობას დაუმალეს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და ძველ ისტორიულ მემკვიდრეობას ბულდოზერებით მიწა მიაყარეს. როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ ადგილზე უნდა ყოფილიყო გურიელის ციხე-სიმაგრე, ასევე, ორი აბანო, ერთი გურიელის სასახლესთან მდებარე და მეორე - წინარე ანტიკური ხანის მომდევნო პერიოდით დათარიღებული.

„ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე იყვნენ მისული და ძველი ისტორიული ნაშთების არსებობა ფოტომასალებით დააფიქსირეს. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დამტკიცდა ჩვენს მიერ მრავალჯერ გაჟღერებული აზრი იმის შესახებ, რომ აღნიშნული მშენებლობის ადგილი თავიდანვე არასწორად შეირჩა. ეს არის კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი, რომ ზოგადად სამშენებლო ობიექტების ადგილის შერჩევა არ ხდება სწორად, ქალაქის განვითარების შესაბამისად და კომპეტენტური გეოლოგების დასკვნების საფუძველზე. ამ ხელისუფლებას სურს, წარსულის მოსპობით მომავალი ააშენოს, რაც არაკანონზომიერია და ბუნებაში არ ხდება“, - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

„თავისუფალი დემოკრატები“ ადგილობრივი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სპეციალისტებს მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთონ ამ საკითხის შესწავლაში, მოძიებასა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში.

ასევე მიმართავენ ადგილობრივ ხელისუფლებას, სასწრაფოდ საქმის კურსში ჩააყენონ ყველა შესაბამისი უწყება, რათა მოახდინონ რეაგირება: „ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა ისტორიულ ღირებულებასთან გვაქვს საქმე. შესაძლოა, ეს იყოს უნიკალური ისტორიული მემკვიდრეობა, ამიტომაც მოვითხოვთ, რომ აღნიშნული მოვლენა შესაბამისი სამსახურებისა და პროფესიონალების მიერ იქნას შესწავლილი“.

ინტერპრესნიუსი


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC