01:17, Tuesday, 10.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბაქრაძეების ოჯახს პოლიტიკური მოტივით დევნიან

09.02.2012

მარიამ ხურციძე

ქარელში მცხოვრები ვასილ ბაქრაძის ოჯახზე ზეწოლა სამი წლის წინ - 2009 წლის 25 თებერვალს დაიწყო, როცა ქალაქ გორში პარლამენტის ექს-სპიკერის, ნინო ბურჯანაძის პარტიის  - „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ კონფერენცია ჩატარდა. ვასილ ბაქრაძე, როგორც პარტიის წევრი, კონფერენციას დაესწრო.

კონფერენციიდან მეორე დღეს, 26 თებერვალს ვასილ ბაქრაძის დას, ქარელის N1 სკოლის მასწავლებელ  თეონა ბაქრაძეს სამსახურში მოსთხოვეს დაეწერა განცხადება სკოლიდან წასვლის თაობაზე. თეონა ბაქრაძეს განცხადება არ დაუწერია.

ამის შემდეგ ოთხმა მშობელმა საჩივრით მიმართა განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. ისინი წერდნენ, რომ თითქოსდა თეონა ბაქრაძე  ბავშვებს სიგარეტს ურიგებდა და ამიტომ იგი სამსახურიდან უნდა გაენთავისუფლებინათ. გენერალურმა ინსპექციამ საჩივარი შეისწავლა და მსგავსი ფაქტი არ დაადასტურა, რადგან არსებობდა პირდაპირი მტკიცებულებები, რომ მშობლებს საჩივარი ზეწოლით დააწერინეს. 

მას შემდეგ, რაც ამ მეთოდით თეონა ბაქრაძის გათავისუფლება ვერ მოხერხდა, ხელისუფლების ზეწოლით თანამდებობა სკოლის დირექტორმა დატოვა. მან განცხადება დაწერა და თანამდებობიდან გადადგა.

თეონა ბაქრაძეს სკოლის ახალი დირექტორიც სისტემატიურად იბარებდა და თხოვდა, სკოლა დაეტოვებინა. მიზეზად დირექტორი ეუბნებოდა: შენ თუ არ წახვალ, მე გამიშვებენ სამსახურიდანო. თეონა ბაქრაძეს მალევე მოუვიდა კერძო სკოლიდან შემოთავაზება სამსახურის თაობაზე და N1 სკოლიდან ნებით გადავიდა.

ვასილ ბაქრაძის მეორე და, ეკა ბაქრაძე ქარელის N2 სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად. სკოლის დირექტორი მარიტა ბაბლუანი მასაც იბარებდა და ეუბნებოდა, რომ სამსახურიდან უნდა წასულიყო, რადგან მის ოჯახს სხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდა. სკოლის დირექტორი და ეკა ბაქრაძე ბოლოს შეთანხმდნენ, რომ მასწავლებელი ერთწლიან უხელფასო შვებულებაში გავიდოდა. თუმცა, როდესაც ეკა ბაქრაძემ დირექტორთან შვებულების თაობაზე განცხადება მიიტანა, მას შვებულება კი არ მისცეს, არამედ პირდაპირ გაათავისუფლეს სამსახურიდან.

ეკა ბაქრაძემ ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ზემოთ აღნიშნულ თემაზე განცხადება მიწერა, საიდანაც საპასუხოდ მოუვიდა წერილი: „ სკოლის დირექტორი არის, ფაქტობრივად, სკოლის მენეჯერი, რომელიც შეიმუშავებს საშტატო განრიგს. შესაბამისად, კონკრეტულ მასწავლებლებთან შრომითი ხელშეკრულების დადება ან მოშლა, სასწავლო–სასკოლო გეგმის, სასკოლო საათობრივი ბადის შემუშავება და ა. შ. ეს ის საკითხებია, რომლებიც განეკუთვნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შიდა ურთიერთობებს. გაცნობებთ, რომ შრომითი სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების განხილვა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფლებამოსილებას სცილდება“.

2011 წლის 15 სექტემბრიდან  ეკა ბაქრაძე სკოლიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშეა გათავისუფლებული. მან სარჩელით მიმართა სასამართლოს, რითაც ქარელის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლად და დამრიგებლის თანმდებობაზე აღდგენა მოითხოვა. ეკა ბაქრაძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

2009 წლის 26 აპრილს ქარელში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ წევრებზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. პარტიის ქარელის კოორდინატორი ვასილ ბაქრაძე და მისი ძმა ნიკოლოზ ბაქრაძე ბახტრიონის ქუჩაზე 20:00-დან 21:00 საათამდე ავტომობილით მოძრაობდნენ. ბაქრაძეების ავტომობილს მოულოდნელად გზა ჩაუჭრა BMW-ს მარკის ჯიპმა, რის გამოც საჭესთან მყოფი ნიკოლოზ ბაქრაძე იძულებული გახდა, ავტომობილი შეეჩერებინა. ჯიპიდან ორი ძლიერი აღნაგობის პირი გადმოვიდა და ბაქრაძეების ავტომობილისკენ გაემართა. ისინი ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი. როგორც ნიკოლოზ და ვასილ ბაქრაძეები ყვებიან, ერთ მათგანს სახეზე ნიღაბი ჰქონდა ჩამოფარებული.

ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანები ბაქრაძეების ავტომობილის საქარე მინას ურტყამდნენ, შემდეგ მძღოლის გვერდით მინა შეამსხვრიეს, ნიკოლოზ ბაქრაძეს მინის ნამსხვრევები თვალებში და სახეზე შეეყარა. რის გამოც ნიკოლოზ ბაქრაძეს თვალი, ყური და სახე დაუზიანდა. იგი დაზიანებებს დღესაც მკურნალობს. სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ წარმოებული დაკითხვის დოკუმენტში წერია, რომ ბაქრაძემ ასეთი თავდასხმის შემდეგ ავტომობილი უკანა სვლით წაიყვანა და ბოძს შეეჯახა, თავდამსხმელები მათ უკან დაედევნენ, ბაქრაძემ ავტომობილის მობრუნება და გაქცევა შეძლო, რასაც თავდამსხმელების მხრიდან სამი გასროლა მოჰყვა. ამ ინციდენტის შესახებ, ადამიანის უფლებათა ცენტრი ვრცლად 2009 წელს წერდა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC