კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავდაცვის სამინისტროს რეზერვისტების გამოძახების უფლება მისცეს

7 მარტი, 2012

ამავე დროს სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების მიზნით ან საგანგებო მდგომარეობის და სიტუაციის დროს, თავდაცვის სამინისტროს რეზერვისტების გამოძახების შესაძლებლობა მიეცა. ამასთან დაკავშირებით ცვლილება პარლამენტმა „სამხედრო სარეზერვო სამსახურის“ შესახებ კანონში 2 მარტს მესამე მოსმენით დაამტკიცა.

მიღებული გადაწყვეტილებით, სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების, საგანგებო მდგომარეობის და სიტუაციის დროს თავდაცვის სამინისტროს შეეძლება ტექნიკური და კომუნიკაციის სხვა საშულებებით, სარეზერვო სამსახურში გასაწვევად გამოიძახოს ის პირები, რომელთაც სარეზერვო სამსახური გავლილი აქვთ.

ამ შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება, გამოძახებული პირის დამსაქმებელის ინფორმირებას შეუწყოს ხელი, რომ რეზერვისტს ძირითად სამსახურში გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაეთვალოს.

ამავე ცვლილების მიხედვით გადაწყდა, რომ ასეთი გამოძახების შემთხვევები და შეტყობინების წესი პრეზიდენტის ბრძანებულებით განისაზღვრება, რეზერვისტების შემკრებ პუნქტამდე მიყვანას კი, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები