კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„იდენტობა“ ტელეკომპანიებს „რუსთავი 2“- სა და „იმედს“ უჩივის

12 მარტი, 2012

ნატა ძველიშვილი, media.ge

სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველი ორგანიზაცია „იდენტობა“ ტელეკომპანია „იმედსა“  და „რუსთავი 2“-ს ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი) ჯგუფის წევრების სიტყვიერი  შეურაცხყოფისთვის მაუწყებელში არსებულ თვითრეგულირების ორგანოში უჩივის. ორგანიზაციამ საჩივარი 9 მარტს გაგზავნა.

„იდენტობას“ „იმედის“ მიმართ პრეტენზია 2012 წლის 12 თებერვალს ამ ტელეკომპანიის ეთერში გასული მხატვრული ფილმის „ბრაზის გამართლების“ სუბტიტრების მიმართ აქვს. ორგანიზაციის მტკიცებით, აღნიშნულ ფილმში ოთხჯერ გაჟღერდა ინგლისური სიტყვა gay (გეი), რომელიც ოთხჯერვე სუბტიტრებში ნათარგმნი იყო არა როგორც გეი, არამედ როგორც „ცისფერი“, რაც „გარდა იმისა, რომ არ არის ტექსტის ორიგინალის ზუსტი თარგმანი, წარმოადგენს ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი) ჯგუფის წევრების სიტყვიერ შეურაცხყოფას“, - ნათქვამია „იდენტობის“ მიერ „იმედში“ შეტანილ საჩივრში.

ორგანიზაცია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ იმ მუხლს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც „მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური, ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის, ან გამოსახულების გამოყენება”.

„იდენტობა“ აგრეთვე უთითებს  „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლს, რითაც „იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის სექსუალური ორიენტაციის გამო შეურაცხყოფისაკენ“.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „იმედი“ ვალდებული იყო თავიდან აეცილებინა სიტყვა „ცისფერის“ გამოყენება.  „მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებული პროგრამა, მას მაინც აკისრია ვალდებულება, გააკონტროლოს მის ეთერში გასული მხატვრული ფილმების თარგმნის შესაბამისობა და გამოყენებული ლექსიკა“, - ნათქვამია საჩივარში.

როგორც Media.Ge-ს „იდენტობის“ გამგეობის თავმჯდომარე ელინა გლახაშვილმა აცნობა, „იმედში“ საჩივარი თავდაპირველად 14 თებერვალს შეიტანეს, თუმცა ტელეკომპანიამ საჩივრის განსახილველად დაშვებისთვის მინდობილობა მოითხოვა. თვითრეგულირების ორგანოში ჩივილი მხოლოდ „დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ანუ მათ, ვისაც ტელეკომპანიის ეთრში გაშვებული პროდუქტით უშუალო ზიანი მიადგა.

„საჭირო გახდა დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა იმას, რომ ჩვენ ნამდვილად ლგბტ პირებს წარმოვადგენდით. ამიტომ შევიტანეთ საჩივარი განმეორებით 9 მარტს“, - თქვა ელინა გლახაშვლმა.

„იდენტობა“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს იუმორისტული გადაცემებში, „The ვანოს Show“-სა და „კომედი შოუში“  გამოყენებული ფრაზის გამო უჩივის. ორგანიზაციის განცხადებით, 2012 წლის 20 თებერვალს „კომედი შოუში“ გაიჟღერა ფრაზამ „სტოსი მიჰყავთ პიდარასტებს“. 3 მარტს კი „The ვანოს Show“-ში სტუმრად მისულ მსახიობ შორენა ბეგაშვილს წამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა წასაკითხად ტექსტი გადასცა, სადაც ეწერა „შენ რომ არ მეჩალიჩები, რა დაგიძახო, ცისფერი?“

ისევე, როგორც „იმედის“ შემთხვევაში, აქაც ლგბტ ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ ტელეკომპანიამ ფრაზებით „პიდარასტი“ და „ცისფერი“ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საჩივარი აქაც „მაუწყებლობის შესახებ კანონსა“ და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსს“ ეყრდნობა.

„იდენტობა“ ითხოვს ტელეკომპანიების შესაბამისი თანამშრომლების მიმართ დისციპლინარული სასჯელი გატარდეს და შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებისთვის საჯაროდ მოიხადონ ბოდიში

ორიგინალი

ახალი ამბები