რესპუბლიკური პარტიის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის წევრის მუბარიზ მამედოვის განცხადებით, კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა დაკითხვის დროს მისი დაშინება სცადეს.
„ვერაფერი რომ ვერ მათქმევინეს ტყუილად, მერე მითხრეს, საქმე პროკურატურასთან გექნებაო. შენა, ბიჭო, ეგრე არ ხდება და ზედმეტი ნუ მოგდისო. ბოლოს ისიც მითხრეს, ეხლა ახალი პრეზიდენტი რომ მოვა, თათრებს აქედან გაგყრითო და ჯობია, რომ მხარი ისევ ამას დაუჭიროთო“, - განუცხადა მუბარიზ მამედოვმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
მისივე თქმით, კონტროლის პალატის თანამშრომლების სტატუსით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ემზარ ღარიბაშვილმა და ვინმე პაატამ დაკითხეს, რომელმაც ვინაობა სრულად არ გაამხილა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი