კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერის რვასულიან ოჯახს დახმარება მოუხსნეს

22 მაისი, 2012

თიანეთში, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის მევლუდ შუშანაშვილის რვასულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს.

როგორც შუშანაშვილმა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, 15 მაისს მოსახლეობასთან „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში მასთან სოციალური აგენტები მივიდნენ და სოციალური დახმარება მოუხსნეს.
 
„რვასულიანი ოჯახი მაქვს. ყველა უმუშევარი ვართ. ხუთი წელი სოციალურ დახმარებას უპრობლემოდ ვიღებდით. 15 მაისს თიანეთის კულტურის სახლში „ქართული ოცნების“ ლიდერები ხალხს შეხვდნენ. მე „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი ვარ. სოფლებში აგიტაციასაც ვეწევი და გაზეთებსაც ვარიგებ. ამიტომ, ამ შეხვედრას დავესწარი. შეხვედრა დაახლოებით 17:30 საათზე დასრულდა. 18:00 საათზე კი სახლში ორი სოციალური აგენტი მომადგა. არც განმიმარტეს, რა უნდოდათ, რაღაც ფურცლები შეავსეს და ხელი მოაწერეო, მითხრეს. მე უკვე მივხვდი, რისთვისაც მოვიდნენ და გაბრაზებულმა ხელი ისე მოვუწერე, რომ არც წამიკითხავს. თქვენი არც დახმარება მჭირდება და არც არაფერი-მეთქი! დახმარების აღების დრო რომ მოვიდა, მაინც ჩავედი ბანკში, მაგრამ მითხრეს, დახმარება მოხსნილი გაქვთო“, - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს მევლუდ შუშანაშვილმა.
 
სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები