კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დუშეთში „ქართული ოცნების“ წევრი დააპატიმრეს

22 მაისი, 2012

დუშეთის პოლიციის თანამშრომლებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ დუშეთის ორგანიზაციის წევრი გოჩა გელაშვილი დააპატიმრეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გოჩა გელაშვილი თამარ მდივანის მეუღლეა, რომელსაც ცოტა ხნის წინ, ბაზალეთის ტბაზე  ბუნგალო დაუნგრიეს.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პოლიცია გელაშვილს მამაკაცის დაჭრაში ადანაშაულებს. როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს თამარ მდივანმა განუცხადა, ინციდენტი 14 აპრილს, საღამოს მოხდა.
 
„დაახლოებით 18:00 საათზე, როცა მე და ჩემი მეუღლე ბაზალეთის ტბაზე ვიმყოფებოდით და დამტვრეულ ნივთებს ვაგროვებდით, თავს დაგვესხა ყოფილი პარტნიორი გელა ჟვანია, ორ მამაკაცთან ერთად. ის ორი ახალგაზრდა ვინ იყო, არ ვიცი. გელამ ჩხუბი და გინება დაიწყო. ყვიროდა - ეს ჩემია და როდის წაეთრევით აქედანო. ჩემმა მეუღლემ უთხრა, თავი გაგვანებე, საქმე ძიებაშია და გაირკვევაო. გელა წამოვიდა გოჩასკენ და ჩხუბი მოხდა. სამივე დაეტაკა გოჩას. გოჩამ თავი აარიდა, გადავიდა იქით ტერიტორიაზე, მაგრამ გამოეკიდა ერთ-ერთი, თან ქვებს ესროდნენ გოჩას. ერთ-ერთმა მათგანმა რაღაც ჩაარტყა და გოჩა გაითიშა. უცებ მოხდა ყველაფერი. მერე აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა დაჭრილი იყო. მე პატრულის გამოძახება გადავწყვიტე. გელამ ჩხუბი დაიწყო, პატრულს ნუ ურეკავო. დაჭრილი თვითონ წაიყვანა. გოჩა როცა გონზე მოვიდა, სისხლი სდიოდა. ნეკნი ჰქონდა გატეხილი. მოვიდა პატრული. ყველაფერი მოვუყევი. ის ბიჭიც გადარჩა. მერე გვითხრეს, ისინი არ გიჩივლებენო“, - აღნიშნა თამარ მდივანმა.
 
გოჩა გელაშვილის დაკავების ფაქტზე დუშეთის პოლიციაში კომენტარს არ აკეთებენ.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები