კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გიგი წერეთლის პოზიცია გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება

31 მაისი, 2012

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ დისკრიმინაციულად და აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიგი წერეთლის განცხადებას, რომ საჯარო მოხელეები აქციებში არ უნდა მონაწილეობდნენ.

გიგი წერეთელმა 28 მაისს განაცხადა, რომ „თუკი სახელმწიფო სტუქტურებში დასაქმებული ადამიანები მხარს ოპოზიციას უჭერენ და მათ მანიფესტაციებში მონაწილეობენ, ისინი სამსახურიდან უნდა გაუშვან“ და განმარტა: „ეს იგივეა, ხვალ თქვენ თქვენი სამსახურის წინააღმდეგ მიმართულ მიტინგში რომ მიიღოთ მონაწილეობა. თუკი სახელისუფლებო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები ოპოზიციის მიტინგებზე დადიან და ხელისუფლებას ებრძვიან, მათი გათავისუფლება ბუნებრივია. საჯარო მოხელე ოპოზიციის მიტინგებზე არ დადის“.

„42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირის ამგვარი განცხადება, აღიქმება პირდაპირ ზეწოლად საჯარო მოხელეებზე, რაც კონსტიტუციით გარანტირებული აზრის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

ორგანიზაცია თვლის, რომ დემოკრატიული საზოგადოებისთვის ამგვარი დამოკიდებულება მიუღებელია. საჯარო თანამდებობის პირები მაღალი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ საკუთარ გამოსვლებს და თავი უნდა შეიკავონ დისკრიმინაციული განცხადებებისაგან, რათა მათი გამონათქვამები ზეწოლად არ იქნას აღქმული და საჯარო მოხელეებს, სამსახურის დაკარგვის შიშით, არ შეეზღუდოთ აზრის გამოხტავის თავისუფლება.

ამავე აზრს იზიარებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი. გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას ის აცხადებს, რომ საჯარო მოხელეს ნებისმიერ მიტინგზე შეუძლია მისვლა და ამ უფლებას მას ვერავინ წაართმევს.

„კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით, აზრის გამოხატვა და პოლიტიკური მრწამსიც არის თავისუფალი. არავის არა აქვს ამის შეზღუდვის უფლება. ჩვენ ვიცით და ვხედავდით მთელი წინა არჩევნების დროს, საჯარო მოხელეები როგორ მასობრივად იყვნენ აგიტაციაში ჩართულები. როგორც წესი, ეს მმართველი გუნდის სასარგებლოდ გაწეული აგიტაცია იყო“, - ამბობს ჩუგოშვილი და განმარტავს: „თუკი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ საჯარო მოხელე უნდა იყოს მხოლოდ მმართველი გუნდის აგიტაციით დაკავებული, ძალიან ცდებიან. ერთადერთი,  ვისაც ეკრძალება შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა, ესენი არიან ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები“.

ჩუგოშვილის თქმით, ამ მხრივ შეზღუდულია აგრეთვე სახალხო დამცველი და კონტროლის პალატის თავმჯდომარე. დანარჩენი საჯარო მოხელეებისთვის ასეთი სახით აზრის გამოხატვა დაშვებულია,  ამიტომ, წერეთლის განცხადებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის წევრებმა განმარტება უნდა გააკეთონ.

Media.ge

ახალი ამბები