კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავში „ქართული ოცნების“ წევრი ცემეს

31 მაისი, 2012

თელავში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გივი ოთარაშვილი ცემეს. როგორც გივი ოთარაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, დაახლოებით 22:00 საათზე, სოფელ ვანთაში, ნათესავის სახლთან თავს ორი უცნობი პირი დაესხა და ბლაგვი საგნის ჩარტყმით გათიშეს.

„წუხელ მე და ჩემი მეუღლე სოფელ ვანთაში ვიყავით ჩემს სიდედრთან. პურს ვჭამდით, როცა სიდედრმა მითხრა, გეძახიანო. დაახლოებით ღამის 10 საათი იყო. განათება არ არის ქუჩაზე და გარეთ რომ გავედი, ძალიან ბნელოდა. კართან ერთი ბიჭი დამხვდა, მკითხა, ნივას ყიდიო? არა მეთქი, მერე ვიღაცას მიუბრუნდა და ჰკითხა, ეს არისო? მაშინ დავინახე, რომ განათების ბოძთან კიდევ ერთი ბიჭი იმალებოდა. უცბად თავში რაღაც ბლაგვი საგანი ჩამარტყეს და გავითიშე. ჩემს მეუღლეს დაუნახავს ეს ყველაფერი და ყვირილი აუტეხავს, დაახლოებით 40 მეტრის მოშორებით დაქოქილი მანქანა ელოდათ, ჩამსხდარან და გაქცეულან. როგორც ჩემი მეუღლე ამბობს, შავი ფერის BMW იყო, ნომრები არ დაგვინახავს. საუბარზე როგორც შევატყე, 25 წლამდე ასაკის ბიჭები უნდა ყოფილიყვნენ.  ამ ფაქტს ჩემს პოლიტიკურ პოზიციას და საქმიანობას ვუკავშირებ, რადგან სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, არავისთვის არაფერი დამიშავებია“, - აღნიშნა გივი ოთარაშვილმა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გივი ოთარაშვილს უკვე ექსპერტიზაც ჩაუტარეს. დაზარალებულის თქმით, ის და „ქართული ოცნების“ თელავის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი პოლიციის თანამშრომლებმა წუხელ გვიან ღამით დაკითხეს.

„როგორც კი გონს მოვედი, ირაკლი სესიაშვილს დავუკავშირდი. მან კი პოლიციაში განაცხადა. წუხელ ორივე დაგვკითხეს, ღამის პირველ საათამდე დაკითხვაზე ვიყავით. პოლიციის თანამშრომლები ახლაც სახლში არიან მოსულები და ჩემს მეუღლეს კითხავენ. ექსპერტიზაც გამიკეთეს და შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გივი ოთარაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები